ქალების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მამაკაცთან მეგობრობა აბსურდული თემაა. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე.
ასტროლოგიურად არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა გავლენის ქვეშ დაბადებული მამაკაციც მეგობრად გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე მეუღლედ და მეორე ნახევრად. ამიტომ დღეს ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, ვისთან ჯობია მეგობრობა და ვისთან რომანის გაბმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მაშ ასე, მეგობრობით დავიწყოთ. საიმისოდ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ, გვერდით ინტელექტუალური თანამოსაუბრე გყავდეთ და ხშირად იცინოთ, სასურველია, მამაკაცი ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული ან თევზები შეარჩიოთ. ტყუპი და მერწყული გასაოცარი ერუდიციით გამოირჩევიან, სასწორს დახვეწილი გემოვნება აქვს და შეგიძლიათ შოპინგზეც გაიყოლოთ პერიოდულად, მშვილდოსანთან ერთად არაჩვეულებრივად იმოგზაურებთ, ხოლო თევზების ნიშნით დაბადებული მამაკაცი თქვენი საუკეთესო გულის მესაიდუმლე, მრჩეველი და პირადი ფსიქოლოგი იქნება.
მხურვალე რომანის გასაჩაღებლად კი ლომი, მორიელი ან ვერძი ეძებეთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს აქვთ უნარი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გაჩუქონ, როგორც რომანტიკული, ისე სექსუალური თვალსაზრისით. ლომი გასაოცრად რაინდულია, მორიელს სექსში ვერავინ გაეჯიბრება, ხოლო ვერძთან თავგადასავლები გელით ისეთი, რომ მოსაწყენად ვერასოდეს მოიცლით. განაგრძეთ კითხვა