ალბათ, დამეთანხმებით, რომ სუსტი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი განსაკუთრებული ქარიზმითა და შარმით გამოირჩევა.
რაც საშუალებას აძლევს, მამაკაცებს მარტივად დაახვიოს თავი. ამასთან ერთად, შესაძლოა, ზემოხსენებული ქალბატონი სულაც არ გამოირჩეოდეს განსაკუთრებული ვიზუალური მონაცემებით და ვერც იდეალური სხეულის პარამეტრებით იწონებდეს თავს, მაშინ, როცა გაცილებით ლამაზი გოგონები მარტოობით იტანჯებიან. ჰოდა, რაშია საქმე? საქმე ასტროლოგიურ გავლენაში გახლავთ. არსებობენ ქალები, რომელთაც ასტროლოგიურად აქვთ თანდაყოლილი მამაკაცების მარტივად მოხიბვლის ნიჭი...
ტყუპი - ქალური, მაცდური, არაპროგნოზირებადი, ზოგჯერ მსუბუქად ჭირვეული ქალია. იხდენს ნებისმიერ სამოსს და აბსოლუტურად უმაკიაჟოდ, თმადაუვარცხნელიც კი არ კარგავს შარმსა და მომხიბვლელობას. მას შეუძლია მამაკაცს თავი ბედნიერად აგრძნობინოს, არის მრავალმხრივი, საინტერესო, მხიარული და გარკვეულწილად ბავშვური. ამასთანავე, მოუხელთებელიც, რაც მამაკაცებში მონადირის ინსტინქტს აღვიძებს.
სასწორი - რბილი, დიპლომატიური, ზომიერად ჭკვიანი და გამჭრიახი ქალია. ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, ზრუნავს სხეულის სილამაზეზე. აქვს დახვეწილი გემოვნება და იცვამს მოდის შესაბამისად, თუმცა არასოდეს თვალშისაცემად ან ვულგარულად. მამაკაცთან ურთიერთობაში არის საოცრად დამთმობი, ლმობიერი, თუმცა სიტუაციის კონტროლს მაინც ყოველთვის თავად ახერხებს. იცის უამრავი ქალური ხრიკი, ძლიერი სქესისთვის თავის შესაყვარებლად. ნამდვილი ცოლი და იდეალური პარტნიორია. წაიკითხეთ სრულად...