შევადგინეთ მამაკაცების ტიპაჟები, რომლებიც სასიამოვნოდ ატარებენ დროს საყვარელი ქალის გვერდით, მაგრამ დაქორწინებაზე არც კი ფიქრობენ...
1. მისტერ ”დღემდე მიყვარს ჩემი ყოფილი”
ყველას შეგვხვედრია ასეთი ტიპაჟი, რომელიც საათობით გვიყვება თავის ყოფილზე. ის მუდამ ფიქრობს მასზე და სხვა ქალებს მხოლოდ საწუწუნოდ ხვდება.
2. მისტერ ”ჯერ არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის”
სიამოვნებით დადის პაემნებზე, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავა, განაცხადებს, რომ მზად არაა სერიოზული ურთიერთობისთვის. საინტერესოა, მართლა ასე ფიქრობს, თუ...
3. მისტერ ”უკეთესი”
ქალებს იმიტომ ხვდება, რომ უკეთესი შეარჩიოს. მისი მოსაწონი ქალი ჯერ არ დაბადებულა.
4. მისტერ ”15 წლით პატარებთან ვერთობი”
დაახლოებით 47 წლისაა, სოლიდური კომპანიის ხელმძღვანელი, მაგრამ 25 წლისებთან მეგობრობს. პაემანსაც 25 წლის გოგოებს უნიშნავს. ისინიც თანხმდებიან, რადგან კერძო თვითმფრინავის ან იახტის მფლობელია.
5. მისტერ ”ჯერ კარიერა უნდა ავიწყო”
თუ უკვე 40 წლისაა, საშუალო ასაკის კრიზისს განიცდის. უმუშევარი, თანაც დასაქორწინებელი, - ასეთი ქმარი არც გინდათ.
6. მისტერ ”50 წლის ვარ, არასდროს ვყოფილვარ დაქორწინებული”
თუ მარტოობის მიზეზზე ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ჯერ არ შეხვედრია ერთადერთს და განუმეორებელს და ალბათ, ვეღარც შეხვდება.
7. მისტერ ”არ მწამს მონოგამიის”
თუ ერთ ქალთან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და მუდამ მის ერთგულებაში უნდა გეპარებოდეთ ეჭვი, ასეთი ქმრად არც გინდათ.
8. მისტერ ”მე”
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მის გვერდით ვერც ერთი ქალი ვერ იქნება ბედნიერი, რადგან იგი გარშემო ვერავის ამჩნევს.
9. მისტერ ”მხოლოდ ჩემი შვილების ბედი მადარდებს”
მამაკაცი-გამოცანა. გაცნობისას იდეალური მოგეჩვენათ, რადგან შვილები უყვარს. დროს, ფულს, ყველაფერს შვილებისთვის ზოგავს. სახლში ვერ მიგიყვანთ, რადგან იქ მისი შვილების სახლია. თავისუფალ დროს თქვენთან ერთად ვერ გაატარებს, გამოიცანით, რატომ?..
10. მისტერ ”ქალებთან შეხვედრა ჩემთვის არაფერს ნიშნავს”
პასუხისმგებლობას გაურბის და ერთდროულად რამდენიმე ქალს ხვდება. უპასუხისმგებლო და მექალთანე მუდამივი მარტოობისთვისაა განწირული.