ზოგიერთს ჰგონია, რომ ცხოვრება კანონზომიერებაა: დაბადება, სკოლის, ინსტიტუტის დამთავრება, ოჯახი, კარიერა. თუმცა, არ ხართ ვალდებული, 25 წლისას უკვე შვილი გყავდეთ და 30 წლისა ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყოთ. ადამიანს თავად შეუძლია ცხოვრება ან აიწყოს, ან დაინგიოს. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.
არასწორად შერჩეული ადამიანები - რატომ გსურთ იყოთ ვიღაცის გვერდით? თუ ცხოვრებას შემთხვევით შერჩეულ ადამიანს დაუკავშირებთ, არ გექნებათ სურვილი დილით ადრე ადგომის და სამყაროს შეცვლის. მართალია, არავის სურს მარტოობა, მაგრამ თუ ვიღაცის გვერდით იქნებით, ვერ შეხვდებით იმას, ვისი დანახვისთანავე სხეულის ყველა უჯრედი ბედნიერებისგან გაბრწყინდება. დაელოდეთ სიყვარულს, იბრძოლეთ მისთვის.
წარსულმა მომავალში არ უნდა გადმოინაცვლოს - რაც მოსახდენია, ის მოხდება. ცხოვრებაში უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება, ღალატი შეგხვდებათ, მაგრამ ამის გამო თქვენი ცხოვრება ნეგატიური არ უნდა გახდეს. ის, რისი შეცვლაც არ შეგეძლოთ, მიიღეთ და დაივიწყეთ. ყოველდღე იბრძოლეთ იმისთვის, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოთ და არც ერთმა წარსულის უსიამოვნებამ არ შეგიშალოთ ხელი მომავალში წარმატების მიღწევაში.
ნუ ედრებით სხვებს - ამით საკუთარ თავს ვნებთ. სოციალურ ქსელებში ასეული მეგობარი ან საფულეში ფულის რაოდენობა არავის გახდის თქვენზე უკეთესს. თქვენ ხართ ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი, რომელსაც შეუძლებელი შეუძლია, თუ სხვების ცხოვრებას არ დააკვირდება, მუდმივად არ იწუწუნებს და წარმატების მიღწევის არ შეეშინდება.
იყავით ბუნებრივი - გსურთ ხმამაღლა სიცილი? იცინეთ; გეტირებათ? ცრემლების ნუ მოგერიდებათ. უთხარით თქვენს საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვები, მოეფერეთ მშობლებს, შვილებს... იყავით გულწრფელი და არა სხვების დასანახად ხელოვნური ემოციებით შეპყრობილი.
ბედნიერების განცდა - დღის ბოლოს კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, იმით, რაც გააკეთეთ? იქნებ მომავალი მიქელანჯელო ან რამაზოტი გვიანობამდე სამსახურში ზის და ბუღალტერიას ამოწმებს? მოგწონთ ასეთი ყოფა? აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თუ მაღალანაზღაურებად სამსახურს ვერ დატოვებთ, უქმეებზე მაინც გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სიამოვნებისთვის. გახსოვდეთ, ყოველი დღე უმნიშვნელო მომენტებისგან შედგება და ერთი მაინც უნდა განიჭებდეთ სიამოვნებას.