ქალები, იმის მიხედვით, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს განეკუთვნებიან, სხვადასხვაგვარები არიან თავიანთი ბუნებითა და ცხოვრებისეული პრინციპებით. მათ შორის, განსხვავება ვლინდება სიყვარულშიც.
როგორც ასტროლოგები თვლიან, ქალი, რომელსაც მარტივად შეუძლია მოიხიბლოს მამაკაცით, ძირითადად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს შორის მოიძებნება. თუმცა, არის ერთი გამონაკლისიც...
1. ტყუპი - მისი სისუსტე ის არის, რომ როგორც ამბობენ, "ყურებით უყვარს". ამიტომ თუკი თქვენ ინტელექტის დონე გიწყობთ ხელს ან უბრალოდ, ლამაზად საუბარი შეგიძლიათ, ქალი ტყუპი თქვენთვის მარტივი ნადავლი გახდება. ის ბევრს არასოდეს ფიქრობს, დაიწყოს თუ არა ურთიერთობა მამაკაცთან, თუმცა არც იმაზე ფიქრით აიტკიებს თავს, ამ უკანასკნელის მიტოვება უღირს თუ არა. თქვენთან თუ თავს მოწყენილად იგრძნობს, აუცილებლად მიაშურებს რომელიმე "სათადარიგო" თაყვანისმცემელს.
2. სასწორი - შეიძლება ითქვას, რომ მას "სიყვარული უყვარს" უფრო, ვიდრე მამაკაცები და მათთან ურთიერთობა. გარდა ამისა, სასწორი პარტნიორობაზე ორიენტირებული ნიშანია და შესაბამისად, ქალი სასწორები თავს მარტოდ ძალზე უბედურად გრძნობენ. მათთვის რთულია, დაკმაყოფილდნენ სხვა ცხოვრებისეულ წარმატებებს - ფულს, კარიერას, საყვარელ საქმეს, თუკი გვერდით არ ჰყავთ პარტნიორი, ვისაც თავიანთ აზრს და შეხედულებებს ყოველ საღამოს გაუზიარებენ. ამიტომ ასეთი ქალის მოხიბვლა მარტივია, იმ უბრალო მიზეზით, რომ მას აუცილებლად სჭირდება გვერდით პარტნიორი. გაგრძელება