საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ ქალების უმეტესობა ეძებს პრინცს ცხოვრების მანძილზე. თუმცა, თავად სიტყვა "პრინცის" დეფინიცია ნებისმიერი ქალისთვის სხვადასხვაა და ამ ყველაფერს ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ამიტომ ქალებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის მამაკაცები უყვარდებათ.
ვერძ ქალს გამოკვეთილად მამაკაცური თვისებების, კარგი იუმორის გრძნობის მქონე ინდივიდები იზიდავს.
კუროს სტაბილური, გაწონასწორებული, მყარი ცხოვრებისეული მიზნებისა და პრინციპების მქონე მამრები მოსწონს. მოკლედ, აბსოლუტურად შემდგარი პიროვნება.
ტყუპს აუცილებლად მოეწონება - მამაკაცი, რომელიც მრავალმხრივი და საინტერესოა. გამოირჩევა ინტელექტით ან უბრალოდ, შეუძლია ჭკვიანურად საუბარი.
კირჩხიბს ყოველთვის უყვარდება ძლიერი ხასიათის, სტაბილური, თუმცა კი გარკვეული დიქტატორული თვისებების მქონე მამაკაცი.
ლომს მეფური იმიჯის მქონე, საზოგადოებაში სტატუსის მქონე და ცნობადი პიროვნება მოხიბლავს იოლად.
ხოლო ქალწული საკუთარ გულს აჩუქებს მამაკაცს, რომელიც მოწესრიგებულობით, წინდახედულებითა და გონიერებითაა გამორჩეული.
სასწორი მოიხიბლება ვიზუალურად უზომოდ სიმპათიური, კარგი მანერების მქონე, დახვეწილი მამრით. განაგრძეთ კითხვა astrologi.ge-ზე