1. ის მუდამ ამაყობს თქვენით
თუ სამსახურში დაგაწინაურეს ან უბრალოდ, კონცერტის ბილეთი მოიგეთ, ის ვერ იკავებს თავს და ყველას უყვება ამაზე. ის ხომ თქვენი მთავარი ფანატია.
2. ის მზად არის მსხვერპლის გაღებაზე თქვენ გამო, თქვენც იმავეთი პასუხობთ
თუ სხვა ქალაქში მოგიწევთ სამსახურის ან სწავლის გამო გადასვლა, ის თქვენთან ერთად წამოვა. თქვენ კი სიხარულით მიჰყვებით მას, თუ საჭირო გახდა.
3. საერთო ფასეულობები გაქვთ
ორივეს გსურთ შვილების ყოლა. მზად ხართ, ერთად გაზარდოთ და დრო გადაინაწილოთ ბავშვების მოსავლელად.
4. მრავალი წლის თანაცხოვრების შემდეგაც ჯენტლმენურად იქცევა
მაგალითად, აღებს თქვენ წინაშე კარებს და ხელში აყვანილი შეჰყავხართ, თუ დაიღალეთ ან მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ფეხები გატკინათ.
5. არ ცდილობს თქვენ შეცვლას
იცის, რომ ზედმიწევნით აკურატული არ ხართ, რომ სახლში კატა გჭირდებათ, რომ კერძების მომზადება არ იცით - მაგრამ მას ყველაფერი აწყობს.
6. როდესაც ქორწინებაზე ფიქრობთ, ქორწილზე მეტად ერთად თანაცხოვრების აზრი გახარებთ
ქორწილი მაგარია, მაგრამ ყველაზე მეტად თაფლობის თვეს ელოდებით.
7. თქვენ გადაიტანეთ ურთიერთობა დიდ მანძილზე
ეს საშინელება იყო და გიმძიმდათ, მაგრამ ისე გიყვართ ერთმანეთი, რომ გადაიტანეთ ეს ტანჯვა მხოლოდ ერთადერთი მიზნის გამო: იყოთ ერთად.
8. "მომენატრე" - ეს უბრალოდ საყვარელი ფრაზა არ არის თქვენთვის
ეს რეალობაა. თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ იყავით ერთად, მაინც გენატრებათ ერთმანეთი.
9. არასოდეს მოგწონდათ ოთახის სხვასთან გაყოფა, პირადი სივრცე გჭირდებათ, მაგრამ მასთან მაინც გსურთ თანაცხოვრება
მოუთმენლად ელოდებით საღამოს, არა იმიტომ, რომ სამსახურს დაასრულებთ, არამედ ნახავთ მას.
10. ის პირველია, ვისაც გსურთ სამსახურის, დაქალების და სხვა ისტორიები გაუზიაროთ
აქამდე ყველაფერს მშობლებსა და დაქალებს უყვებოდით, ახლა კი მათ სულ უფრო იშვიათად ურეკავთ. და ისინიც წინააღმდეგნი არ არიან - ხედავენ, როგორი ბედნიერი ხართ.