უამრავი რამის გაგება შეიძლება ასტროლოგებისგან: ვის უკეთესად გაუგებ, როგორი დედა იქნები, როგორი დედამთილი გეყოლება და ა.შ.
გიფიქრიათ ოდესმე, ქართველი სელებრითებიდან რომლები არიან ყველაზე სასურველი სასიძოები?
ასტროლოგიას თუ დავუჯერებთ, ტოპ 3 ქართველი ყველაზე სასურველი სასიძო ანრი ჯოხაძე, გიორგი ვარდოსანიძე და ილო ბეროშვილი არიან.
ანრი ჯოხაძე ზოდიაქოთი მორიელია. ალბათ, სწორედ ეს არის მისი ქარიზმატულობის მიზეზი.
ანრი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის განსაკუთრებული ენერგეტიკით ხიბლავდა. ის სულ ფორმაშია, როგორც მორიელის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეეფერება. მომღერალში შესამჩნევია მორიელის ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მორიელი ძალიან ეჭვიანია და ხშირად ეს ოჯახის დანგრევის მიზეზიც ხდება.
მისი არასტაბილურობა, რთული სათქმელია, დადებით თვისებებს მიეკუთვნება თუ უარყოფითს. ამ თვისების გამო ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან შეუძლებელია ოდესმე მოიწყინო, მაგრამ ხანდახან დამღლელი და აუტანელია. მორიელი ალბათ ერთადერთი ნიშანია, რომელსაც სიამაყის გრძნობით შეუძლია ისმინოს ეპითეტები საკუთარი რთული ხასიათის შესახებ. მორიელისთვის ხშირად თავადაც გაუგებარია, რატომ არის ასეთი ჩახლართული მისი შინაგანი სამყარო. ანრის ერთბაშად გააჩნია ღრმა ემოციები და სიხისტე, სისასტიკე. სამაგიეროდ, მისი ერთგულება ოჯახის წევრების
მიმართ მართლაც რომ უსაზღვროა, ხოლო სიყვარული, რომელსაც იგი მეუღლის მიმართ განიცდის, საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივი. იხილეთ სრულად