წყვილის ქორწილი საუდის არაბეთში სულ რაღაც ორი საათი გაგრძელდა. სასიძომ გაიგო, რომ ცოლმა საქორწინო კონტრაქტი დაარღვია და დაუყოვნებლივ გაყრა მოითხოვა.
მიზეზი ის გახლდათ, რომ პატარძალმა ქორწილში გადაღებული ფოტოები თავის მეგობრებს Snapchat-ის საშუალებით გაუგზავნა.
როგორც Daily Mail-ი იუწყება, სასიძოს ერთ-ერთი მოთხოვნა საქორწინო კონტრაქტში იყო ის, რომ პატარძალს არ უნდა განეთავსებინა საქორწინო ფოტოები Instagram-ზე, Snapchat-სა და Twitter-ზე.
"ეს იყო ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტი საქორწინო კონტრაქტში - განუცხადა პატარძლის ძმამ ადგილობრივ პრესას. -სამწუხაროდ, ჩემმა დამ არ შეასრულა ეს მოთხოვნა და ქორწილში გადაღებული ფოტოები Snapchat-ით საკუთარ დაქალებს დაუგზავნა, რასაც სიძისგან შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მოჰყვა, დაუყოვნებლივ გაყრის თაობაზე." იხილეთ სრულად