პირადი ურთიერთობები და სიყვარული ისეთი რამაა, რომლის პერიპეტიებიც მკაცრად ინდივიდუალურია.
ამიტომ ორი ადამიანის ურთიერთობის პერსპექტივაზე რომ ვიმსჯელოთ, აუცილებელია მათი პირადი ჰოროსკოპების შედარება. თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც ყველაზე გულწრფელ ადამიანებს ვხვდებით სასიყვარულო კუთხით. ეს ის ხალხია, ვისაც საყვარელი ადამიანის და ურთიერთობების გამო გარკვეული თავგანწირვაც კი ახასიათებთ. ამიტომ თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა პიროვნებამ შეგიყვარათ, სასურველია, გაუფრთხილდეთ მის გრძნობებს თქვენდამი.
კურო - ერთი შეხედვით, გაწონასწორებული, ზედმეტად ზანტი და ინერტულიც კი ჩანს პირველი შეხვედრისას. კუროები, როგორც წესი, გონიერი, მშვიდი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ ყოველთვის და ასეც არის პრინციპში, მაგრამ არა მაშინ, როცა საქმე სიყვარულს ეხება. სიყვარული კუროსთვის განსაკუთრებული თემაა. ზოდიაქოს ნიშანი, რომლის მფარველიც ვენერა გახლავთ, სხვაგვარი ვერც იქნება პარტნიორულ საკითხში. კუროებმა უზომოდ შეყვარება იციან. ამასთან ერთად, მათ არჩევანზე ვერავინ ვერ ახდენს გავლენას. კუროს შეუძლია მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს საყვარელი ადამიანის და ურთიერთობის დასაცავად.
კირჩხიბი - ემოციური, ინტუიციური, სითბოსა და მზრუნველობის მოყვარული ნიშანია. კირჩხიბები პარტნიორებსა და საყვარელ ადამიანებსაც "დედური" მზრუნველობით ევლებიან თავს. ამ ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ, თუმცა პოტენციურ პარტნიორს ხანგრძლივად და სიფრთხილით არჩევენ ყოველთვის. კირჩხიბს შეუძლია ოჯახისა და მეუღლის ინტერესების გამო საკუთარი პირადიც კი დათმოს. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული თავგანწირვის უნარი, რის ხარჯზეც შეუძლიათ ზოგჯერ მომაბეზრებლად ყურადღებიანებიც კი იყვნენ პარტნიორის მიმართ. გაგრძელება