მრავალი ადამიანის ცხოვრებაში მოხდება რადიკალური ცვლილება. თუმცა, საინტერესოა, რა ელის თითოეულ ნიშანს.
ვერძი
პირადი ცხოვრება მთელი წლის მანძილზე ჰარმონიული იქნება. კარგი პერიოდია სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად (ან არსებული კავშირის გასასერიოზულებლად) და დასაქორწინებლად. რომანტიკული კავშირის გაუმჯობესების პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ გარეგნობისა და ჯანმრთელობის მიმართ.
კურო
მშვიდი და აუღელვებელი პირადი ცხოვრება გელით. მოსალოდნელია დამაინტრიგებელი შეხვედრები და მრავლისმომცემი პაემნები, მაგრამ ყველაფერი ხანმოკლე იქნება. ეს კუროების უმეტესობისთვის მშვიდი პერიოდია, პირადი ცხოვრებაში. მკვეთრი მოქმედებები სამომავლოდ გადადეთ.
ტყუპი
თავდაპირველად ტურბულენტურობა პირად ცხოვრებაში ტყუპის უმეტესობას გააღიზიანებს. ეს წელიწადი აღსავსე იქნება შეხვედრებით, ნაცნობობითა და განშორებებით. სხვათა შორის, ასეთი ცვლილებები დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. საინტერესო ისაა, რომ ვარსკვლავები სწორედ 2022 წელს გპირდებიან საინტერესო ნაცნობობას. მთავარია, სიახლეებისადმი იყოთ მზად.
კირჩხი
ამ წელიწადში თქვენი მთავარი მისიაა შეინარჩუნოთ უკვე არსებული ურთიერთობა. მოსალოდნელია საქმეები ხმაურიანი გარჩევები და რომანტიკული შეხვედრები. მაგრამ შემოდგომაზე პირადი ცხოვრება დაგილაგდებათ და თქვენც მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრებას.
ლომი
მთელი წლის მანძილზე განებივრებულები იქნებით თაყვანისმცემლების ყურადღებითა და პაემნებზეც მოგიწევთ სირბილი. სასიყვარულო ფრონტი სხვა სფეროებზე დომინანტური იქნება. გირჩევთ, ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებით არ დაკარგოთ უკვე არსებული, ჩამოყალიბებული კავშირი.
ქალწული
თქვენთვის თავბრუდამხვევი რომანების დაწყება, სიმპათიური მამაკაცების გაცნობა კი არ იქნება მნიშვნელოვანი, არამედ, უკვე არსებული კავშირის გაუმჯობესება-გამყარება. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს, ან საყვარელ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.
სასწორი
გაწონასწორებული სასწორები ყველას გააოცებენ. ემოციებს თავისუფლებას მისცემენ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს თავბრუს დაახვევენ და გარშემო მყოფების წინაშეც იბრწყინებენ. უმრავლესობა დაამსხვრევს აქამდე არსებულ კავშირს და მის ნანგრევებზე უფრო ძლიერსა და ხანგრძლივს ააშენებს.
მორიელი
რთული ხასიათი პირადი ცხოვრების მოწყობაში დაგეხმარებათ. ნუ დააფრთხობთ ახალგაცნობილებს თქვენი ეგოცენტრიზმისა და მაღალი თვითშეფასებით. ამიტომ, მორიელებს, რომლებსაც პირადი ცხოვრების მოწყობა სურთ, ტრანსფორმაცია უნდა განიცადონ. ისწავლეთ პატიება, იყავით მეტად დიპლომატიურები.
მშვილდოსანი
მთელი წელი პირადი ცხოვრების მოწყობით იქნებით დაკავებული. მოსალოდნელია ხანმოკლე რომანები და ხმაურიანი განშორებები. განსაკუთრებით მჩქეფარე პირადი ცხოვრება ხელოვნების წარმომადგენლებს ელით.
თხის რქა
ინტელიგენტ და ჭკვიან ნიშნებს ეს წელი მოსვენების უფლებას არ მისცემს. თქვენ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ გარეგნობას; იყავით მეტად ეფექტური; ეცადეთ, გამოირჩეოდეთ ხალხის მასისგან. თქვენი გარჯა უშედეგოდ არ ჩაივლის, მთელი წელი მდიდარია რომანტიკული გამარჯვებებითა და საინტერესო ნაცნობობით.
მერწყული
მთელი წელი ოჯახის საქმეებით იქნებით დატვირთული. ზოგიერთი ეცდება გააუმჯობესოს ოჯახურ მდგომარეობა, ზოგიერთი ეცდება შექმნას საკუთარი ოჯახი. აქტიური და ურთიერთობისთვის კეთილგანწყობილი მერწყულები მზად იქნებიან ახალი ნაცნობობისთვის, პრეტენდენტების უკეთ გასაცნობად და დაწუნებული კავშირების დასასრულებლად.
თევზები
ეს წელი საშუალებას მოგცემთ პირადი ცხოვრება ახალი, მკვეთრი ფერებით შეავსოთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ეს დაკავშირებული იქნება მოულოდნელ შეხვედრებთან. განსაკუთრებით ზაფხულში გელით ცვლილებები. 2022 წელს თევზების უმრავლესობა შეხვდება თავის იდეალურ მეორე ნახევარს.