მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები, ზოგადად, გამოირჩევიან გარკვეული ჭირვეულობითა და პრეტენზიულობით.
თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ საოცრად დიპლომატიური, ბრძენი და გამგებიანი ქალებიც. ასევე გვხვდებიან ნამდვილი "მეგერები", ისინი, ვისთან რომანიც მამაკაცისთვის შესაძლოა ძალიან ძვირი ღირდეს - "ძვირი" ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ გეტყვით, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალთან უნდა მოამზადოთ საფულე გამოსაცარიელებლად...
კურო - ზოდიაქოს ამ ნიშანს ვენერა მართავს, მატერიალური დოვლათისა და კომფორტის პლანეტა. ამიტომ ნებისმიერი ქალი კურო, რომელიც რომანს იწყებს მამაკაცთან, აუცილებლად და პირველივე ჯერზე ინტერესდება ამ უკანასკნელის ფინანსური მდგომარეობით. კურო ის ქალი არ არის, რომელიც პაემანზე კაცს არაკომფორტულ გარემოში გაჰყვება. ამიტომ არ გაგიჟდეთ და არასოდეს დაუნიშნოთ მას შეხვედრა სკვერში ან პარკში. მისთვის მნიშვნელოვანია, მამაკაცი კარგად გამოიმუშავებდეს და ამ მხრივ იყოს დასაყრდენი. აქედან გამომდინარე, იგი ხარბი არა, მაგრამ მკვეთრად მატერიალისტი ქალია და მარტოოდენ რომანტიკული სისულელეების ნამდვილად არ სჯერა. შესაბამისად, სანამ მასთან რომანს წამოიწყებთ, დაფიქრდით - ხართ კი მზად ამისთვის?
ლომი - დედოფლური ხასიათი, კარგად ცხოვრების სიყვარული და არისტოკრატიული მანერები ქალ ლომს მმართველი პლანეტა მზისგან ერგო. ეს ხალხი ამაყი, თავმოყვარე და გრაციოზულია. ქალი ლომი ყოველთვის იქცევს მამაკაცის ყურადღებას მაშინაც კი, თუ ძალიან ლამაზი არაა. მასში არის აუხსნელი შარმი და მომხიბვლელობა, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აიძულებს, თაყვანი სცენ ამ ქალს. თუმცა, ლომი ქალის მოხიბვლა პირდაპირ კავშირშია სოლიდურ თანხასთან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსანს გვერდით უბრალო კაცი არ სჭირდება. ამიტომ თქვენ მინიმუმ მეფე, მაქსიმუმ კი იმპერატორი თუ არ ხართ, შანსები ქალი ლომის გულის მოსაგებად მნიშვნელოვნად მცირე გაქვთ. ლომ ქალს უყვარს ფუფუნება, ძვირფასი საჩუქრები, ოქროს სამკაული, კარგი ღვინო და გართობა. იგი არასოდეს დაგთანხმდებათ მცირედზე, მით უმეტეს, ვერასოდეს გამოიჩენთ მასთან ეკონომიას ან პრაქტიკულობას. ფულთან თქვენი გონივრული დამოკიდებულება მის თვალში სიძუნწეა. ამიტომ კარგად გაითვალისწინეთ ეს და მზად იყავით საიმისოდ, რომ თუკი ასეთი ქალი გიყვართ, მასში სოლიდური ინვესტიციის ჩადებაც მოგიწევთ. იხილეთ სრულად