დიახ, დიახ, ყოველი, მათ შორის, თქვენც. ჩვენ ყველანი ველოდებით მომენტს, როცა ამას იტყვის. ნუ, თუნდაც ერთ ფრაზას ჩამონათვალიდან.
ვხედავ, არ მოგწონვარ. ამიტომ ანგარიშს გადავიხდი და წავალ, მაპატიე...
აი, ყველა მამაკაცმა რომ ისწავლოს ამ ფრაზის წარმოთქმა, ჩვენც არ მოვიქცეოდით პირველ პაემანზე უცნაურად. არადა, ზიხარ და არ იცი, როგორ დატყდე შეუმჩნევლად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
მოდი, ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე
და არა იმის თაობაზე, რომ ეს საერთო მომავალი აუცილებლად გვექნება. ეს ისედაც ვიცით. დაწვრილებით, თუ შეიძლება!
არ შეეხო მტვერსასრუტს, მე თვითონ!
და სხვა დანარჩენიც მე თვითონ. ჩვენ თანახმანი ვართ, ოთახის მცენარეებს მოვუაროთ, საკვირაო ვახშამსაც მოვამზადებთ, ასე იყოს. დანარჩენი თვითონ გააკეთოს, ძალიან კარგი.
სამსახურიდან გამოვდივარ, რა წამოვიღო?
და რომ ესმოდეს: პური და სასუსნავები კითხვის გარეშე შედის საყიდლების სიაში. დანარჩენები დააზუსტოს.
მითხარი, როდის და სად მოგაკითხოთ შენ და შენს დაქალებს?
ერთხელ ერთი გოგო ბარში იჯდა დაქალებთან ერთად და მამაკაცმა დაურეკა სწორედ ამ შემოთავაზებით. მას მერე ის გოგო ბარებში მარტო დადის, რადგან დაქალებს მისი შურთ და არ იწვევენ.
სერიოზული ურთიერთობები მსურს
უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფრაზა სწორედ ასე უნდა ჟღერდეს და არა სხვაგვარად.
ჩემი ბრალია ყველაფერი
აბა, სხვა ვინ იქნება დამნაშავე?
მოტოციკლეტი? ჯანდაბას, უკეთესია, 2 ბეწვის ქურქი გიყიდო
ბიჭებს, რა თქმა უნდა, თავიანთი სათამაშოები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ასეთი ძვირად ღირებული? მაინც დაამტვრევენ ან დაკარგავენ.
როგორ აღმაგზნებს, როცა პიჟამა გაცვია და თმა აჩეჩილი გაქვს
აი! მთავარი უკვე ნათქვამია! ახლა შეგვიძლია მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავიპრანჭოთ. სამ თვეში ერთხელ დაახლოებით.
ვფიქრობ, ამ ლაბადას ნარინჯისფერი ლაქი უფრო მოუხდება, ვიდრე წითელი
ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ.
არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ჯენიფერ ლოურენსი საერთოდ მოგწონდეს
მთავარია გულწრფელობა. არაა საჭირო ეს "ვინაა ეგ საერთოდ?" გულწრფელად უნდა თქვან: "შენ მილიონჯერ უფრო ლამაზი ხარ".
რა თქმა უნდა, შენ მართალი ხარ, ძვირფასო
თუ უნდა, თავიდან ცოტა გააპროტესტოს, ასე ეფექტი უფრო იგრძნობა.
გთხოვ, დამელაპარაკე!
შესაძლო ვარიანტები: "მომიყევი, როგორ ჩაიარა დღემ", "რა არის ახალი?"
დიდი ხანია, დედაშენი არ მოგვინახულებია, არა?
დედამისს რაც შეეხება, აქ უცვლელად უნდა დარჩეს ყველაფერი: როგორც დადიოდა მარტო, ისე იაროს.
მომეცი ბავშვი და წადი დაიძინე!
დიახ, ძვირფასო, დიახ!