ყველა ქალი ოცნებობს, შეხვდეს თავის მეორე ნახევარს და ბედნიერი ოჯახი შექმნას. ახლა გავიგებთ, რაზე ოცნებობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები...
ვერძი
ბუნებით იმპულსურია და უყვარს მოვლენების დაჩქარება. განსაკუთრებით არ უყვარს ლოდინი, როცა საქმე სიყვარულს ეხება. როგორც წესი, ადრე თხოვდება და იმედგაცრუებულიც რჩება. რჩევა ვერძებს: ნუ გაასწრებთ მატარებელს.
კურო
ცივი გონებით შეუძლია ყველაფრის გათვლა. სწორედ მას შეუძლია მყარი ურთიერთობის აშენება. თუ კურო დარწმუნებულია თავის პარტნიორში, დაქორწინებაზე უარს არ იტყვის.
ტყუპი
თავისუფალი ჩიტია. ერთი ურთიერთობიდან მეორეზე ადვილად გადაერთვება. მას მალევე ბეზრდება ერთი პარტნიორი, მაგრამ თუ იმ ერთადერთს მიაგნო, ქორწილისთვისაც მოემზადება.
კირჩხიბი
ბავშვობიდან ოცნებობს ქორწინებაზე. მისთვის ცხოვრების მთავარი ღირებულება ოჯახია. ამ მიზეზით ადრე თხოვდება. განქორწინება არ აშინებს, მეორედაც, მესამედაც დაქორწინდება.
ლომი
ბუნებით მონოგამიურია და მესაკუთრე. სერიოზული ურთიერთობები სურს, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს. თუ იპოვის იმას, ვის გვერდითაც თავს დედოფლად იგრძნობს, ცოლადაც გაჰყვება.
ქალწული
დიდ ყურადღებას აქცევს კარიერას. ქალწულების ორი სახეობა არსებობს: პირველი ცდილობს, ადრეულ ასაკში შექმნას ოჯახი, გააჩინოს შვილები და მერე მიხედოს კარიერას და მეორე: ჯერ კარიერა აიწყოს და მერე იფიქროს ოჯახსა და შვილებზე.
სასწორი
ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის. იმდენად, რომ არც აქცევს ყურადღებას, პარტნიორი შეეფერება თანაცხოვრებისთვის თუ არა. უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ და მერე იფიქრეთ დაქორწინებაზე.
მორიელი
უკიდურესობები უყვარს, სწრაფად და ძლიერად უყვარდება და ასევე სწრაფად იძულებს ადამიანს. პარტნიორში დასაყრდენსა და უსაფრთხოებას ეძებს. გამორიცხული არაა, რამდენიმე ქორწინება ჰქონდეს.
მშვილდოსანი
თავისუფლება უყვარს. ვერ აიტანს, ოჯახმა ან ვალდებულებებმა თავისუფლება, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა რომ შეუზღუდოს. ამასთანავე, უჭირს თავისი ადამიანის პოვნა. ოჯახსაც საკმაოდ გვიან ქმნის.
თხის რქა
ქორწინება მნიშვნელოვანია მისთვის, თუ უმთავრესი არა. სირთულეები არ აშინებს. პირიქით, უყვარს მათი დაძლევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას. ძალიან ადრე ქმნის ოჯახს და ხანგრძლივად ინარჩუნებს კიდეც.
მერწყული
უყვარს თავისუფლება და ძალაუფლება. ვერ იტანს შეზღუდვებს. ქორწინებას, როგორც ზედმეტ ტვირთს, ისე აღიქვამს, მაგრამ თავისუფლების გარდა, მერწყული აფასებს სტაბილურობასა და საიმედოობას. თუ თავისნაირს შეხვდა, ქორწინებაზეც დათანხმდება.
თევზები
ახასიათებთ საკუთარ თავში ჩაკეტვა, პარტნიორს კი ჰგონია, რომ თევზს არ სურს ან მზად არაა სერიოზული ურთიერთობისთვის, დაოჯახებისთვის. მათი სიცივე აფრთხობს ხალხს. როგორც წესი, ისინი გვიან ქორწინდებიან.