ბევრი მამაკაცი წუწუნებს, რომ არ ესმის ქალების. ქალებს კი მამაკაცის ფსიქოლოგიის გაგება სურთ.
1. მამაკაცი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ამზადებს კერძებს.
2. 27 წლამდე დასაქორწინებელი ბიჭების უმეტესობა მშობლებთან ერთად ცხოვრობს (ზოგი დაქორწინების შემდეგაც).
3. თუ თქვენი მამაკაცისთვის ვიდეო-ფოტოკამერის ყიდვას აპირებთ, ბანაობისას სააბაზანოს კარი დახურეთ.
4. ბიჭების უმეტესობა ფიქრობს, რომ 25-30 წლის ასაკში უნდა დაქორწინდეს, მაგრამ უმეტესობა ადრე ქორწინდება.
5. მარტოხელა მამაკაცების უმეტესობა ყურადღების მისაქცევად იკეთებს ტატუს, დაქორწინებულები - ნაკლებად.
6. ბიჭების 50 პროცენტი ამბობს, რომ ქალის გარკვეული ტიპაჟი მოსწონს. სინამდვილეში, მამაკაცებს განსხვავებული გოგონები მოსწონთ.
7. ინტერნეტ-საყიდლების კლიენტების უმეტესობა მარტოხელა ბიჭები არიან.
8. მარტოხელა მამაკაცების 66 პროცენტი ოცნებობს იპოვოს თავისი საბედო.
9. სპორტული მამაკაცები არასერიოზულად უყურებენ ქორწინებას. მათთვის მთავარი გართობაა.
10. დაქორწინებამდე მამაკაცს 4-6 გოგონასთან აქვს სერიოზული ურთიერთობა და არა 50-100-თან, როგორც ამას ამტკიცებენ.
11. დასაქორწინებელი მამაკაცების უმეტესობას აინტერესებს მეგობრების აზრი. დაქორწინებულები მათ აზრს თითქმის არ ეკითხებიან.
12. მამაკაცების 62%-ს გაუხარდება, თუ გაცნობის ინიციატივას გოგონა გამოიჩენს.
13. არც ერთ მამაკაცს არ უყვარს ფრაზა: "ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ". არა აქვს მნიშვნელობა, რა თემაზე იქნება საუბარი.
14. ყველა ბიჭი ფიქრობს, რომ საუკეთესოა.
15. ბიჭების უმეტესობა აფასებს ლამაზს სახეს, ვიდრე იდეალურ სხეულს.
16. მამაკაცებს უყვართ რესპექტაბელური ნივთები: მოდური ტელეფონი, ძვირფასი ფეხსაცმელი, ჰალსტუხი.
17. თუ მამაკაცმა ვახშამი მოგიმზადათ, თქვენ მიმართ სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობს.
18. ბიჭების 30 პროცენტი არ შლის ყოფილის ნომერს მობილურიდან.
19. მამაკაცს ურჩევნია მოიტყუოს, ვიდრე სიმართლე თქვას.
20. როცა 4 მამაკაცი მარტო რჩება, ისინი სპორტზე ლაპარაკობენ; როცა 4 გოგო იკრიბება, საუბრობენ მამაკაცებზე.
21. ქალებისგან განსხვავებით, განქორწინების შემდეგ მამაკაცები სწრაფად პოულობენ მეორე ნახევარს.
22. მამაკაცები ქალებზე მეტად სენტიმენტალურები არიან.
23. მამაკაცების 33 პროცენტი თვლის, რომ ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელია.
24. კომპლიმენტები ქალებზე მეტად მამაკაცებს უყვართ.
25. მამაკაცებს სექსუალური თეთრეული უფრო აღაგზნებთ, ვიდრე შიშველი ქალი.