დეკემბერში იღბლისა და წარმატების მომტანი, კეთილისმყოფელი პლანეტა იუპიტერი ჯერ კიდევ (მომავალი წლის შემოდგომამდე) იმყოფება სიყვარულისა და პარტნიორობის ნიშანში - სასწორში.
ეს ყველას აძლევს შანსს, ახალი წლის დღესასწაული მარტოობაში არ გაატარონ. იუპიტერი ურთიერთობებს ფუფუნებასა და ბრწყინვალებას ანიჭებს.
ის გეხმარებათ პარტნიორული ურთიერთობების მოგვარებაში, შეყვარებულებსა და ოჯახურ წყვილებს უსახავს ახალ პერსპექტივებს, მარტოხელებს კი - მომგებიან და საჭირო შეხვედრებს. იუპიტერი მფარველობს ქორწილებს და მოაქვს მათთვის ბედნიერება.
იუპიტერს არც ვენერა ჩამორჩება, ის ხომ სიყვარულის პლანეტაა. თვის დასაწყისში ის თხის რქის ნიშანში მოძრაობს. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძენს კონკრეტიკას, გრძნობები სერიოზული გახდება, შეყვარებულთა ურთიერთობებში გაჩნდება პასუხისმგებლობები. ამ პერიოდში შეიძლება დავიწყოთ შორს გამიზნული გეგმების საფუძვლის ჩაყრა - თანაცხოვრება სიბერემდე: საერთო იპოთეკა, ოჯახური ბიუჯეტი, შვილების დაბადება და აღზრდა.
განსაკუთრებით კეთილისმყოფლად გამოიყურება დეკემბრის ბოლო: ვენერა ქალებში გააძლიერებს მიმზიდველობას, მამაკაცებში კი - წარმატებასა და იღბალს სასიყვარულო ურთიერთობებში. გაგრძელება