იწურება 2016 წელი.
მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მიმდინარე წელს და გავიხსენოთ, რომელი თემები აღელვებდა ყველაზე მეტად ქართულ საზოგადოებას და რა ამბებს მოჰყვა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამოხმაურება?
1) მაგდა პაპიძის საქმე
ამ საზარელი მკველელობის მიმართ ინტერესი, სადაც დედამ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა, თვეების განმავლობაში არ ცხრებოდა. საზოგადოების ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ პროკურატურა იძულებული შეიქნა, გამოძიების შუალედური შედეგები გამოექვეყნებინა.
2) ბიძინა ივანიშვილის ხე
200-წლოვანი ხის გადატანამ გემით იმდენად გაამხიარულა ქართული საზოგადოება, რომ სოციალურ ქსელებში უამრავი კომიქსი დაიდო ამ თემასთან დაკავშირებით. ხის არაჩვეულებრივი მოგზაურობა უყურადღებოდ არც უცხოურ მედიას დაუტოვებია.
3) ევა ბარბაქაძე და შორენა ბეგაშვილი
15 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა, მთელი ქართული საზოგადოება გაფაციცებით ადევნებდა თვალს. იყო გამხნევება და ღვარძლიანი კომენტარებიც. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გაგრძელება