ვერძი
იდეალურ, თავის შესაფერის ქალს ეძებს. ეს შეიძლება იყოს ვიზუალურად ლამაზი, მდიდარი შინაგანი ბუნების მქონე ან მიზანსწრაფული და ჭკვიანი. მთავარია, ქალმა იცოდეს საკუთარი თავის ფასი.
კურო
ქალმა მასზე უნდა იზრუნოს, როგორც მცენარეზე: მოვლა, მზრუნველობა, დროზე ჭამა. კუროს მოეწონება ქალი, რომელიც მის ჭირვეულ მოთხოვნებს დაუყოვნებლივ შეასრულებს.
ტყუპი
მთელ ცხოვრებას ერთ ქალთან ვერ გაატარებს. მისთვის ქალი უპირველესად მეგობარია. ტყუპმა მის გვერდით არ უნდა მოიწყინოს. ქალი უნდა იყოს საინტერესო, ინტელექტუალურად განათლებული.
კირჩხიბი
მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი მოეწონება. უხეშობას და მძაფრ ემოციებს ვერ აიტანს. ბევრი კირჩხიბი ეძებს დამცველს, ძლიერ პიროვნებას, რომელიც დაიცავს და უპატრონებს მას.
ლომი
მის გვერდით დედოფალივით ქალი უნდა იყოს, რომელსაც ეყოფა ჭკუა და მეფეს არ დაჩაგრავს არც ჭკუით, არც გარეგნობით, მაგრამ შეუქმნის წარმოდგენას, რომ ლომი მეფეა და მას ყველა თვალებში შესციცინებს.
ქალწული
ზოგადად, ცივი პიროვნებაა. მოფერებასა და რომანტიკას მისგან ნუ ელით. მას გვერდით სჭირდება ადამიანი, რომელსაც ექნება თავისი პროფესია, ჰობი და რომელიც ძალიან არ შეაწუხებს ქალწულს.
სასწორი
სულიერად და გონებრივად განვითარებული, ჰარმონიული ადამიანი მოეწონება. სასურველია, საერთო ინტერესები ჰქონდეთ. უნდა შეგეძლოთ მისთვის კომფორტის შექმნა. ქაოსსა და მოუწესრიგებლობას სასწორი ვერ აიტანს.
მორიელი
ფსიქოლოგიურად ძლიერი ქალი სჭირდება, რომელიც მის რთულ სამყაროს არ შეეწინააღმდეგება, გაუგებს. ამასთანავე, ქალი უნდა იყოს მამაცი, რათა გაიზიაროს მისი სიგიჟეები.
მშვილდოსანი
მისი მოხიბვლა მარტივია, შენარჩუნება - რთული. სწრაფად უცრუვდება გული და ცივდება. შეისწავლეთ მისი გემოვნება, იყავით ამოუცნობი, პერიოდულად შოკში ჩააგდეთ. მას მუდმივი სიახლე სჭირდება.
თხის რქა
კონკრეტულად იცის, რას ითხოვს პარტნიორისგან და მასაც გააცნობს მოთხოვნებს. მომთმენი ქალი სჭირდება, რომელიც შეეგუება მისი ბედნიერი ცხოვრების სქემებსა და ტაბულებს და მერე რომანტიკაც იქნება.
მერწყული
ერუდირებული, მხიარული, მასავით მოგიჟიანებული ქალი მოეწონება. თქვენ უნდა შეგეძლოთ მასთან ერთად გართობა, უნდა გქონდეთ საერთო ინტერესები. მეუღლეები და საყვარლები ვერ გახდებით, თუ მეგობრები არ იქნებით.
თევზები
თუ ხართ მზრუნველი, ყურადღებიანი და მოთმინებაც გახასიათებთ, მის გულს ადვილად დაიპყრობთ. თუმცა, ზომიერება გმართებთ ყველაფერში, თორემ თევზი ხელიდან გაგისხლტებათ.