ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი მოტივატორი კონკრეტულ სიტუაციაში, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა.
თუმცა თემატიკა აუცილებელია სწორად იქნას შერჩეული. თუკი თქვენ კუროს სთხოვთ, დიეტის დაცვაში ხელი შეგიწყოთ ან მით უმეტეს, აგყვეთ, რაღა თქმა უნდა, მცდარ საქციელს სჩადიხართ.
ზოდიაქოს ყველა ნიშანს საკუთარი პლუსი და მინუსი გააჩნია. ამიტომ, თუკი ასტროლოგია იცით, შეძლებთ ნებისმიერი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მონახოთ საერთო ინტერესები და რაც მთავარია, ეს ადამიანი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თქვენს დამხმარედ აქციოთ.
მაშ ასე, თუკი საჩხუბრად მიდიხართ, გაიყოლეთ ვერძი.
თუ ქეიფს აპირებთ, აუცილებლად დაუძახეთ კუროს (მან იცის ზუსტად, სად რა გემრიელობას ამზადებენ იდეალურად).
თუ ხასიათის გამოკეთება გინდათ, დაურეკეთ ტყუპს (ოღონდ ორი ვარიანტია, ტელეფონს ან უპასუხებს, ან - არა), მაგრამ თუ დაუკავშირდით, ყველგან წამოგყვებათ.
თუკი ოჯახური მზრუნველობა გესაჭიროებათ, კირჩხიბზე უკეთ თავს "სახლში" ვერავინ გაგრძნობინებთ.
თუკი საზოგადოებაში თავის მოწონება გინდათ, გაიყოლეთ ლომი (რომელიც აუცილებლად იქნება რომელიმე სეგმენტის "სელებრითი").
თუკი თავში, ცხოვრებასა და საქმეებში ქაოსი გაქვთ, ქალწულზე უკეთესად ვერავინ დაგალაგებინებთ ამ ქაოსს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ არჩევთ შესაფერის სტილს და სამოსს, "ექსპერტი" სასწორი "გამოიძახეთ".
თუკი საიმედო ზურგის დაცვა და მესაიდუმლე გჭირდებათ, მორიელის მეტს ვერავის ენდობით (სიკვდილის მუქარითაც ვერაფერს ათქმევინებენ თქვენზე). გაგრძელება