ალბათ, ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) დღეს, ყოფილი პარტნიორი (მეუღლე, შეყვარებული) ჩნდება მოულოდნელად ჰორიზონტზე და სურვილს გამოთქვამს, ყველაფერი დაიწყოთ ე.წ. სუფთა ფურცლიდან...
როგორც ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი "ყოფილთან" ურთიერთობის რეანიმირების საკითხს ხშირად სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ რიგ შემთხვევაში, მდინარეში შესვლას, დიახაც, რომ აქვს აზრი... სხვა თუ არაფერი, ცურვას მაინც ისწავლით უკეთ...
მაშ ასე, თუკი თქვენი ყოფილი ცეცხლის სტიქიის მამაკაცია – ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი. ყინულის აისბერგად ნუ იქცევით მის წინ. მიეცით შანსი, თუმცა დაუნიშნეთ ე.წ. გამოსაცდელი ვადა და დააკვირდით, ამ ვადის მანძილზე როგორ მოიქცევა. "ცეცხლებს" მაინცდამაინც დიდი ნებისყოფა არ გააჩნიათ. შესაბამისად, თუკი მისი გრძნობები თქვენ მიმართ გულწრფელია და უკან მარტოოდენ "მოწყენილობის" გამო არ დაგიბრუნდათ, ის აუცილებლად ღირსეულად გაართმევს თავს "საგამოცდო ვადის" პერიოდს.
იმ შემთხვევაში, თუ მიწის სტიქიას განეკუთვნება თქვენი ყოფილი – ანუ კურო, ქალწული ან თხის რქაა. ასეთი მამაკაცი საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულია საიმისოდ, რომ თავმოყვარეობას გადააბიჯოს და ძველ სიყვარულს მიუკაკუნოს კარზე. თუ მან ეს მაინც გააკეთა, ე.ი. იმ სიმშვიდეს ეძებს თქვენთან, რომელიც სხვა ქალების კომპანიაში ვერა და ვერ იპოვა. მიეცით შანსი, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი რომანი "მეორე წრეზე" ისეთივე თავბრუდამხვევი ვერ იქნება, როგორც ადრე. სამაგიეროდ, სწორედ ახლა გაქვთ შანსი საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობა თითზე ბეჭდით გაამყაროთ. გაგრძელება