დიახ, ქალებსა და მამაკაცებს უჭირთ ერთმანეთის ბოლომდე გაგება, მაგრამ თუ ძალიან გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობს მამაკაცი - აი, გულწრფელი პასუხები თქვენს კითხვებზე რეალური ბიჭებისგან.
რატომ მოგწონთ ასე დიდი მკერდი?
”უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს და თანაც, ამას ტვინი გვკარნახობს”.
რას ფიქრობენ ბიჭები გოგონების სელფებზე "ინსტაგრამში"?
”მანამ, სანამ ეს მანიად არ იქცა, ვფიქრობდით, რომ სპონტანური სელფები - ნორმალურია. ეს გახლავთ ყურადღების მისაქცევი ხრიკი”.
რის გაკეთებას მოისურვებდით პაემანზე სინამდვილეში?
”თუ გოგონა მართლა მოგწონს, შეიძლება შეხვდე იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, ერთმანეთის უფრო ახლოს გასაცნობად. პაემნის კარგი ვარიანტებია - რესტორანში ვახშამი ან კინო”.
სად შეიძლება გოგონას შეხვდე უბრალოდ ფლირტისთვის და სად - ურთიერთობისთვის?
"როგორც წესი, გოგონა ერთი ღამით შეიძლება ”დაკერო” ბარში ან ისეთ ადგილას, სადაც ის დათრობას აპირებს. საურთიერთობოდ კი - საერთო ინტერესის ადგილებში, სპორტდარბაზში ან კონცერტზე, მაგალითად".
შეიძლება თუ არა, გოგო და ბიჭი მეგობრები იყვნენ?
”დიახ, თუმცა, რომელიღაც მომენტში ეს შეიძლება ვნებაში გადაიზარდოს”.
ნიშნავს თუ არა სექსი პირველივე ღამით იმას, რომ გოგონასთან ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს?
”უცებ მიიღე სასურველი. ნადირობა დასრულდა და ურთიერთობა ისეთი დმაინტრიგებელი არ იქნება”.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, სად მუშაობს გოგონა?
”ცოტათი. თუ ის ძიძად ან მიმტანად მუშაობს და ამბიციები არ აქვს, ასეთი გოგონა ნაკლებად საინტერესოა”.
რატომ ქრებით უკვალოდ, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ უთხრათ გოგონას, რომ არ გაინტერესებთ?
”ეს უფრო იოლია, ვიდრე სკანდალით დასრულებული საუბარი”.
ეძებთ გოგონას გასაცნობად სოციალურ ქსელში?
”გაკვრით, მაგრამ თუ მისი პოვნა რთულია, დიდ ძალისხმევას არ ვატანთ”.
ყველაზე თამამი სექსუალური ქმედება გოგონას მხრიდან თქვენს ცხოვრებაში...
”ის ლაბადაში მოვიდა, რის ქვეშაც არაფერი ეცვა. მესმის, რომ ეს კლიშეა, მაგრამ ძალიან მაგარი იყო, რადგან ჩემ გამო გააკეთა ეს”.