გათხოვილის დღიურები - ვნებიანი ღამეები სასტუმროში (ეპიზოდი XVII)
გათხოვილის დღიურები - ვნებიანი ღამეები სასტუმროში (ეპიზოდი XVII)
გაგიკვირდებათ და... ახლა სასტუმროში ვარ! თანაც, ბათუმში. გუშინ ჩამოვედი. სერთიფიკატთან ერთად, ხუთდღიანი საგზური გადმომცეს, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში.
ამ ხუთი დღის განმავლობაში მედიასემინარებს უნდა დავესწრო. მასტერკლასს ჟურნალისტიკაში - იტალიელი ჯუზეპე სპანიოლო გვიტარებს. ჩემ გარდა, კიდევ ხუთი ჟურნალისტია: - რუსი ანდრეი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს ქართულად;

სამი ქალი, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის (ისინი ყველგან ერთად დადიან), მე და "მაჩო", - ასე დავარქვი ამ ტიპს (იმ საღამოსაც იყო, დაჯილდოებაზე და ყურადღებას იქცევდა ნავარჯიშებ სხეულზე შემოტმასნილი, წინ ჩახსნილი ვარდისფერი პერანგით და ზედმეტად თავდაჯერებული მანერებით).

ჩემზე აშკარად "აკრეფილი" აქვს. ეტყობა, ბოლომდე ვერ შეეგუა "ვიცე მისტერის" სტატუსს. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ პირველ ადგილს აიღებდა. ნეტავ მისი სტატია წამაკითხა. ალბათ, დაწერდა, "როგორ დავკავდი სექსით მთაში", რადგან აგერ უკვე მესამე ღამეა, საოცარი ხმების მოსმენა მიწევს გვერდითა ნომრიდან.

ჯერ იყო და, პირველ საღამოს, სემინარის მერე, აუზზე რომ ჩავედით, ცოტა დაგვიანებით გამოცხადდა. იქ მყოფი ხალხი შეგვათვალიერა. მერე დამსვენებელი გოგონებისკენ შებრუნდა, შორტი გაიხადა და "არმანის" "პლავკით" წამოწვა შეზლონგზე.

მე კარგა ხანს ვიცურავე. ცოტა ხანი ჩავყვინთე და წყლის ქვეშ გავჩერდი. ჩემს ტვინს "რესტარტი" გავუკეთე და ამოვყვინთე. მაჩო უკვე იმ გოგონებთან იჯდა და სავარაუდოდ, მოძველებული ხუმრობებით ართობდა.

ვახშამზე, სასადილოში უკვე ერთ-ერთ მათგანთან ერთად გამოცხადდა. ღამით, გვიანობამდე ბარში სვამდნენ ვისკის. მე ცოტა ხნით იმ ქალებთან მივედი. მერე ანდრეის ველაპარაკე ჟურნალისტიკაზე. როდესაც ნომერში ავედი დასაძინებლად, გვერდითა ნომრის კართან მაჩო და ის გოგო იდგნენ. - ნეტავ დაგენახათ, თავისი "ნადავლი" კარზე აეყუდებინა და ისეთი დათაფლული ხმით "კერავდა", სიცილი ძლივს შევიკავე.

მერე დაიწყო და რა დაიწყო! ასე მეგონა, ჩემს საწოლში აკეთებდნენ "ამას"! ჯანდაბა, რაღა ჩემს მეზობლად მოხვდა. ბედი უნდა ყველაფერს.

დღეს იგივე ხმებს ვისმენ, უკვე მესამედ! არა, ეს უკვე მეტისმეტია! მესამე ღამეა, არ მძინავს. ერთი სული მაქვს გათენდეს, რომ საუზმეზე ჩავიდე. მივალ და ვეტყვი! ან ეს გატყეპვა რა მოდაში შემოვიდა?.. ისეთი გამეტებით უტყლაშუნებს, რომ იმ გოგოს მაგივრად მე მტკივა.

ვეღარ მოვითმინე და კედელზე მივუკაკუნე. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ბოლოს ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკა ჩავრთე.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, საიდან სად გადახტაო. ვიცი, იმ საღამოს ამბები გაინტერესებთ და მოგიყვებით!

პროგრამის ორგანიზატორები სიტყვით გამოდიოდნენ. ამერიკელმა მარკმა გამარჯვებული გამოავლინა. მე ისეთი სიტყვა ვთქვი, ყველას ცრემლი მოადგა თვალზე. მერე სერთიფიკატი გადმომცეს, 3000 ლარი და ეს საგზური. სიხარულისაგან ყველაფერი დამავიწყდა. ჩემმა ქმარმა რამოდენიმეჯერ დამიმესიჯა, როგორ მიდის საქმეო.

მხოლოდ ბოლო მესიჯზე ვუპასუხე: ნახევარ საათში მომაკითხე-მეთქი. მანქანაში რომ ჩავჯექი, ჯერ ჩემი "მიღწევები" ვაჩვენე. სიხარულისაგან მეცხრე ცაზე რომ აფრინდა, მერე უცებ ძირს დავანარცხე და ვუთხარი, რომ ყველაფერი გავიგე. გაჩერებულ მანქანაში ვისხედით და ვლაპარაკობდით.

მან მითხრა, რომ ჩემს თვალებში ვეღარ ხედავს იმ ნაპერწკალს, რასაც ადრე ხედავდა და ჰგონია, რომ ძველებურად აღარ მიყვარს... მერე მკითხა, რა ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ ლუზერი ჩემი ქმარია, - გამიხარდა თუ "გამიტყდა". ამაზე დავფიქრდი. აქამდე მეგონა, რომ "გამიტყდა", მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გამიხარდა.

მართალია! - მე აღარ მაკმაყოფილებს ჩვენი ურთიერთობა ისეთი, როგორიც ახლა არის. მე უკეთესი მინდა! სინამდვილეში ის "ნაპერწკალი" ორივემ დავკარგეთ! კარგია, რომ ეს მედიასემინარი დაემთხვა. ხუთი დღით რომ წავალ, ორივეს დრო გვექნება საფიქრელად. როგორც მუხრან მაჭავარიანის ლექსშია:

"მივდივარ! - რადგან კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად,
გშორდები! - რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან!"


ქალის და კაცის ურთიერთობა კოცონს ჰგავს: ხან აგიზგიზდება, ხან მინელდება, მაგრამ აუცილებლად პერიოდულად "შეკეთება" სჭირდება, რომ საერთოდ არ ჩაქრეს.

სახლში რომ დავბრუნდით, ორივე უცნაურად ვგრძნობდით თავს. მე და ჩემი ქმარი ვერ ვიტანთ ხელოვნურობას და მოვალეობის მიზნით რაღაცის გაკეთებას. იმ ღამის მერე რაღაც შეიცვალა. მე, შეყვარებულები როცა ვიყავით, ის შეგრძნება დამეუფლა.

შაბათს ბავშვები ჩემს მშობლებთან ერთად, ჩვენს აგარაკზე დავტოვეთ. კვირას მე გამაცილა სადგურში. მატარებელი რომ დაიძრა, ყელში ბურთი გამეჩხირა.

სასტუმროში რომ დავბინავდი, ცოტა ხასიათზე მოვედი. ყველაზე მეტად იტალიელი ლექტორი გამიხარდა. მე ხომ ვგიჟდები იტალიელებზე? პირველ კურსზე ვსწავლობდი კიდეც ენას. მერე ის ლექტორი წავიდა და ახალი ვეღარ მოიყვანეს.

ჯუზეპესაც ესიამოვნა, როდესაც პირველ დღეს მასთან მივედი და - "კომესტა, სონო ლიეტო დი ვედერლა"- ვუთხარი. მის ლექციებს თარჯიმანი გვითარგმნის. დღეს გვკითხა, როგორ ფიქრობთ, რატომ ყიდულობს ხალხი ყვითელ პრესასო?! - მაჩო ნახევრად გადაწოლილ მდგომარეობაში იჯდა სკამზე და ხელში კალამს ათამაშებდა. გასწორებაც არ იკადრა, ისე გამოთქვა აზრი:

- იმიტომ, რომ ხალხია გოიმი! მასა არის უგემოვნო! ინტელექტის დონე დაბალია და აინტერესებთ, ვის რა აცვია, ვინ ვისი საყვარელია და მსგავსი იდიოტიზმი!

- აქ დილემაა! - შევაწყვეტინე მე. - დააკვირდით მდგომარეობას: - ჯიხურები გადაჭრელებულია ყვითელი პრესით! ჟურნალებს გარეკანი არ გააჩნიათ. მხოლოდ სათაურები, რომლებსაც ხელს თუ მივაფარებთ, ვერც კი მივხვდებით, რომელი რომელი ჟურნალია. ყველგან ყდაზე გამოტანილი "სელებრითები" და ინტრიგნული სათაურები, რომლებიც ყველა "რატომ"-ით იწყება! არცერთი ჟურნალი აღარ გამოდის ხელოვნებაზე.

ყველას არ შეუძლია, 5-6-ლარიანი ჟურნალის ყიდვა, რომელიც შედარებით ნორმალური წასაკითხია. ამიტომ, რაღაც რომ უნდა იკითხონ, იძულებულები ხდებიან, შეიძინონ ჟურნალი იმ ფასთა კატეგორიიდან, სადაც მდარე ხარისხის სტატიები იბეჭდება! ჩაკეტილი წრესავითაა...

- და შენ ფიქრობ, რომ თუ გამოუშვებ რაღაც სერიოზულ ჟურნალს იმ ფასად, იყიდიან?

- დარწმუნებული ვარ! ამას დრო დასჭირდება. ტელევიზიებმაც უნდა ამოიღონ დაბალი დონის სერიალები და მათ ნაცვლად რამე ნორმალური სერიალები აჩვენონ. - ძალიან ბევრი კარგი სერიალია, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპაში.

ქვეყნად იმდენი საინტერესო და ამოუწურავი თემაა, რაც ბევრმა არ იცის. ყველა კომპეტენტური ვერ იქნება ამ საკითხში. ადამიანები არ დებენ კვერცხს, მაგრამ საღის და ლაყეს გარჩევა შეუძლიათ! რატომ უნდა აეწყო მკითხველის გემოვნებაზე? არ ჯობია, მკითხველი "გადააწყო" შენს გემოვნებაზე?..

ანდრეი დამეთანხმა. ამ თემაზე ბევრი ვიმსჯელეთ. სემინარის შემდეგ ჩვენი ნომრებისკენ წავედით. კარს რომ ვაღებდი, ჩემი მეზობელი (უკვე მძულს ეს სიტყვა) მაჩო უკნიდან მომიახლოვდა და მითხრა:

- შენთან საინტერესო იქნება დებატები. სიამოვნებით გეკამათებოდი...

- თუ სიამოვნებით დამამარცხებდი? - გავუღიმე და ნომერში შევედი. კარი გასაღებით გადავკეტე (ყოველი შემთხვევისთვის).

მაღვიძარამ 9 საათზე დარეკა. მომკლავს ამდენი უძილობა. ცივი შხაპი მივიღე, რომ გამოვფხიზლდე. სასაუზმოდ ჩავედი. ქალები უკვე წასულიყვნენ. ანდრეი მარტო იჯდა და ყავას ამთავრებდა. მეც მასთან დავჯექი და მაჩო დავინახე, თავის ღამის პარტნიორთან ერთად იჯდა.

სანამ ყავა დავლიე, მან ოთხი კვერცხი, ოთხი სოსისი და ლორიანი ბუტერბროდი მიირთვა. გენაცვალე, იმდენ ენერგიას ხარჯავს ყოველ ღამე, წესით, სამი კაცის დოზა საკვებს უნდა იღებდეს.

ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი და მათი მაგიდისკენ გავემართე.

- დილა მშვიდობისა! იმედი მაქვს, კარგად გეძინათ... - მე საშინლად! ბოლო სამი ღამეა, რაც კოშმარები მაწუხებს. მესიზმრება, ვითომ დემონი შემოფრინდება ჩემს ოთახში და თავის ცეცხლოვან მათრახს მიტყლაშუნებს (ის გოგო ისე გაწითლდა სახეზე, როგორც, ალბათ, მისი საჯდომი გუშინ ღამით).

- ამაღამ კიდევ რომ მოფრინდეს და მათრახის ტყლაშუნი გააგრძელოს, ჯერ ვარდისფერბუმბულებიანი ხელბორკილებით მივაბამ საწოლზე, მერე იმ თავისი ცეცხლოვანი მათრახით კარგად ნავარჯიშებ სხეულს მთლიანად ავუჭრელებ (ეს ისეთი სახით ვთქვი, თითქოს ამ წუთებში მართლა მეჭირა მათრახი და ტანს ვუჭრელებდი)!!!

მაჩო არც განძრეულა. გაღიმებულმა თვალები ნახევრად მოჭუტა და მითხრა:

- შენც სცადე, დაელაპარაკე მაგ დემონს, იქნებ რისი თქმა უნდა შენთვის?..

გაგრძელება იქნება... პარასკევს
კომენტარები (74)
დათო
ამ გოგოს აშკარად მოსწონს მაჩო.ავტორი წესიერი და ინტელექტუალი ადამიანია,მაგრამ მაჩოშიცაა ასეთივე პოტენციალი,ოღონდ გამოღვიძება სჭირდება...
მად
დადეთ რა ჩემი სულსწრაფობის ფიალა ამევსოოოოოოოო
ნია
მართლა გააკონტროლეთ რა კომენტარები. "ვსე პონემაუტ პო მერე სვოიეი ისპორჩენნოსტი" ასეთი კაი გამონათქვამი არსებობს. მაგრამ რატომ უნდა გვლანძღოს, ვიღაც უვიცმა, რომელსაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია. ველი ახალ ნაწილს მეეეც :))))
G.R.
დრეს პარასკებბბბბბია :) :) :)
მად
ჰოლოკოსტი- ვაუუუ- შენ რა გინდა აქ?ბოზობა თუ იცი რაცაააა მიდი და იბოზე ჩვენი ნუ გშურს :D:D:D
G.R.
ადმინისტრატორს ვთხოვ გააკონტროლოს კომენტარები უცენზურო გამონათქვამებისგან. ჩვენს ყოველდღიურობაში ისედაც ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ვართ და არ მიონდა აქაც იგივე მესმოდეს (წავიკითხო).
ჰოლოკოსტი-ს
გააჯვი ამ საიტიდან და მონასტერი სადაც გეგულება იქ შედი
ჰოლოკოსტი
ბოზების თავშესაქცევი საიტია და ბოზები თხზავენ ბოზობებს
ნინო
ძალიან მომეწონა.თანაც ძალიან ინტრიგნულად დამთავრდა 2-3 დწეშიგავდივარ ქალაქიდან იქ სადაც ინტერნეტი კი არა ტელეფონიც ვერ იჭერს და უკვე განვიცდი. ავტორო მგონი დამოკიდებული გავხდი თქვენს ნაწერებზე.:))))რა თქმა უნდა ვიხუმრე,მაგრამ ნახევრად. მოუთმენლად გელოდებით და იმედია არ გადამივლის
ნატალიკო
მაგარია !
გააკეთეთ კომენტარი
Captcha
Refresh Captcha
ყურადღება!!! რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!
ყურადღება! გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
ფასი:  3000 $
ფასი:  3999 $
ფასი:  3999 $
ფასი:  4200 $
ფასი:  2500 $
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
აი, რა ხდება, როდესაც დიდები ბავშვობის ფოტოსურათებს იმეორებენ (+ სახალისო ფოტოგალერეა)
15:16 / 09-09-2014
სამწუხაროდ, დრო არ ჩერდება და ჩვენც ვიზრდებით. ვიღაცა თავის ბავშვობას ნაღვლიანად იხსენებს, ვიღაცას უხარია და აი, ზუსტად ასეთ ბავშვებზე, ახლა უკვე დიდებზე შემოგთავაზებთ ამ სტატიას - რა ხდება, როდესაც დიდები ბავშვობის ფოტოსურათებს იმეორებენ...
15 რამ, რასაც მამაკაცები ქალებს ეტყოდნენ
14:00 / 06-09-2014
1. ჩვენ არასოდეს მივდივართ ქალებისგან, ვისთანაც კარგად ვგრძნობთ თავს. არც მათგან, ვისთანაც ოდესღაც კარგად ვგრძნობდით თავს – ყოველ შემთვევაში მაშინვე არა!
ია ბერიაშვილის ბლოგი - რა ღირს შენი სილამაზე?
11:00 / 06-09-2014
იყო ბუნებრივად გამხდარი და ტანადი - დღესდღეობით არააქტუალურია. თუკი Beauty-სპეციალისტებს ვენდობით, იდეალური ფიგურა უნდა იყოს მაჩვენებელი დიდი ფინანსური ინვესტიციისა.
არ მიყვარს ”სუში”, მიყვარს ”კუპატი” – ანუ ჩემი ნაკლებად აქტუალური პოსტი
15:28 / 05-09-2014
მოსაღამოვდა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერი ქუჩის სახლში ერთი და იგივე თოქშოუა ჩართული...
გინდა გაიღვიძო ბედნიერმა? - სცადე და 2 კვირის განმავლობაში…
12:13 / 29-08-2014
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ ყავასა და ჩაის - გაგიუმჯობესდება ძილი და აღარ იქნები გაღიზიანებული და რაც მთავარია, გაგიქრება დაძაბულობისგან წარმოქმნილი ნაოჭები.
შეცდომები, რომლებსაც ქალები სიყვარულში უშვებენ
11:30 / 26-08-2014
როდესაც ქალი შეყვარებულია, შეცდომებს ხშირად უშვებს.
5 მცნება მათთვის, ვინც ცხოვრებით უკმაყოფილოა
13:53 / 22-08-2014
სცადეთ 5 დღის განმავლობაში მათი შესრულება და მიხვდებით, როგორი უკეთესი გახდა სამყარო
შესაძლებელია თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა?
13:09 / 21-08-2014
ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოერკვიათ, შესაძლებელია თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა.
რა სურთ კაცებს? ფრაზები, რომელიც ყველა ქალს აღიზიანებს
12:17 / 15-08-2014
- ძვირფასო, რა გავაკეთო სადილად? გინდა, თევზს შევწვამ და ბრინჯს მოვხარშავ გარნირად?- .... (სიჩუმე)
მამაკაცმა რომ არ მიგატოვოთ - ძლიერი სქესის სისუსტეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:41 / 14-08-2014
იდეალური ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა არსებობს იდეალურთან მიახლოებული ან მეტ-ნაკლებად ჰარმონიული კავშირები.
არქივის კალენდარი
«« სექტემბერი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345