თამაში - მოულოდნელი სატელეფონო ზარი (თავი მეთექვსმეტე)
თამაში - მოულოდნელი სატელეფონო ზარი (თავი მეთექვსმეტე)
- ამდენ ხანს იმისთვის ვიმტვრიე თავი მანუსკრიპტის გაშიფვით, რომ ეს შენობა მეპოვა, მერე ცხრა სიმბოლო მომეძებნა, თანმიმდევრობით დამელაგებინა და შენთან დავბრუნებულიყავი?

სალის ნათქვამზე მძღოლს გაეცინა. - რა მიიღე გაშიფვ
ით?

- " სიახლოვეს ტრიალებს, რამდენჯერმე გინახავს... ჰკითხე, - იქნებ რაიმე საიდუმლოს ინახავს!" - პასუხი შენ ხარ! ჩემს სიახლოვეს ტრიალებ, რამდენჯერმე მინახიხარ... მისი პირადი მძღოლი ხარ. პირადმა მძღოლებმა კიდევ, უნდა იცოდნენ თავიანთი უფროსის საიდუმლოებები...

მძღოლმა საყვარლად გაიღიმა.

- პირდაპირ მეტყვი თუ გითხრა კოდური სიტყვა?

- გეტყვი! მომისმინე... თუ გინდა, ჩაიწერე...

- მოიცა, ჩავიწერ!

- თამაშში მხოლოდ ორი ფერია!
ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია...
გამარჯვებისთვის მთავარი ფიქრია!
რიგითი იცავს! - ცხენები მიქრიან...

- და ეს უნდა გამოვიცნო?

- კი! - გაუღიმა მძღოლმა და მანქანისკენ დაიძრა.

- როდისთვის?

- რა როდისთვის?

- როდისთვის უნდა მქონდეს პასუხი?

- მე რა ვიცი... მე რაც მევალებოდა, გავაკეთე... ახლა სახლში უნდა წაგიყვანო! შენი დღევანდელი მისია დასრულებულია... წარმატებით! გილოცავ!

- მადლობა...

სალი მძღოლს უკან გაჰყვა და თან ბლოკნოტში ჩაწერილ გამოცანაზე ფიქრობდა.

- შენს სახელს ვერ მეტყვი, ხო?

- რატო ვერ გეტყვი? - არასოდეს გიკითხავს და... - შოთიკო მქვია!

- ვითომ?

მძღოლმა გაუღიმა და აღარაფერი უპასუხა. საღამოს სალი სახლში დაბრუნდა.
იმ შენობაში მარტო სიარული და გაფანტული სიმბოლოების ძებნა ძალიან უცნაური იყო... თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ მერე ძალიან აზარტში შევიდა... თავს სათავგადასავლო ფილმის გმირივით გრძნობდა.

ყოველ ნაპოვნ სიმბოლოს ქვეშ ერთი სიტყვა ჰქონდა მიწერილი და მათი თანმიმდევრობით დალაგებით ცხრასიტყვიანი წინადადება ეწყობოდა.
შხაპი მიიღო, ლუკასთან ერთად ივახშმა, გაკვეთილები ჩაიბარა და როგორც იქნა, კომპიუტერამდეც მიაღწია.

- დავალება შევასრულე, ბოსს!

- ძალიან კარგი...

- შენ სულ ონლაინ როგორ ხარ? აქ ხომ არ ცხოვრობ?

- შეიძლება... Smile გამოცანის პასუხი გაქვს?

- ჯერ არ მქონდა დრო, რომ მეფიქრა! ღამე ჩავუჯდები... პასუხი როდის გჭირდება?

- მე არა, შენ გჭირდება! მომდევნო კვირას... მართლა, მე რამდენიმე დღით მივდივარ ქვეყნიდან და არ ვიქნები... შაბათს დავბრუნდები და მოგწერ!

- კარგი... კეთილი მგზავრობა! Smile

- ძალიან კარგი ტემპებით მიდიხარ და ეს მომწონს! ასე გააგრძელე, ქერა Wink

- ვეცდები!

ძილის წინ სალი გამოცანაზე ფიქრობდა. ის იყო, უნდა დაეძინა, რომ უცებ მობილურმა დარეკა.

- გამარჯობა, სალომე, მეგი ვარ... ხომ არ გაგაღვიძე?

- არა, არა... - გისმენ!


- ნინის ტელეფონის ნომერი გავიგე და იმ სახელოსნოს მისამართიც ვიცი, სადაც მუშაობს...

- მითხარი! - მოიცა, ჩავიწერ...
სალიმ სახელოსნოს მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.

- რეზი ხომ არ გინახავს შემთხვევით?

- არა ჯერ, მაგისთვის არ მეცალა! მაგრამ აუცილებლად ვნახავ ამ დღეებში...

- კარგი! თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი რა...

- კარგი, გეტყვი!


- და კიდევ ერთხელ ბოდიში... მაპატიე რა... ის ამბავი...

- დავივიწყოთ ეგ თემა! ასე ჯობია...

- ჩემ გამო არ გაშორდე საბას! ჩვენ შორის მართლა არაფერი ყოფილა, მსუბუქი ფლირტის გარდა! ეს არ არის მიზეზი, რომ ოჯახი დაანგრიო...

- როგორღაც თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებას... თუ რამეს გავიგებ, დაგირეკავ!

- კარგი... აბა, დროებით...

- დროებით!

სალის თვითონვე გაუკვირდა თავისი ასეთი გარდაქმნა. ადრე, თუ რამე იყო, რაღაცნაირად დაბეჩავდებოდა ხოლმე და ჩუმდებოდა... ახლა კი როგორ თამამად ლაპარაკობს და იქცევა. თითქოს მასში "მეორე მემ" გამოიღვიძა. - ძლიერმა "მემ", რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ეძინა.

დილით ლუკა სკოლაში გაისტუმრა და სახელოსნოს მისამართს დახედა. დარეკვას პირდაპირ მისვლა ამჯობინა, რადგან არ იცოდა, ტელეფონში რა ეთქვა იმ გოგოსთვის...

სალიმ გეგმა წინასწარ მოიფიქრა. - ნინისთან მივა, როგორც კლიენტი... რომელსაც ნახატის შეკვეთა სურს და ფასებს ჰკითხავს... დააკვირდება, რაღაცას "წაუნამიოკებს" და მისი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდება, ღირს თუ არა რამის თქმა თამაშზე...

მთელი გზა ღელავდა. სახელოსნოს კართან რამდენიმე წუთით შეყოვნდა, დაკაკუნებას ვერ ბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო, არადა, შიგნიდან რაღაც ხმები გამოდიოდა.

კიდევ დააკაკუნა, ახლა უფრო ძლიერად... როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი დაახლოებით 60 წლამდე ჩაფსკვნილმა ქალმა გააღო.

"იმედია, ეს არ იქნება მოთამაშე"... - გაიფიქრა სალიმ და ქალს გაუღიმა.

- ნატურა ხარ?

- უკაცრავად?..

- ნატურა ხარ? - დასახატად მოხვედი?

- აა, არა, არა... ერთ გოგოს ვეძებ! - მხატვარია... ნინი ჰქვია...

- ნინიკო ეს წუთია, გავიდა. - არ შეგხვდა?

- არაა... - დაიბნა სალი.

- რაღაც წუთებში ასცდით... გნებავდათ რამე?

- კი, დალაპარაკება მინდოდა... თქვენ მისი დედა ხართ?

- არა, მე დამლაგებელი ვარ! თუ გინდა, დაუცადე, მაგრამ ასე თქვა, გვიან დავბრუნდებიო... მაგისას ვერ გაიგებ! შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს დღეს...

- გასაგებია! - მადლობა, ქალბატონო...


- რამე გადავცე?

- იყოს, არაფერი... სხვა დროს მოვალ...

- კარგი, შვილო!

სალიმ კიბეები ჩაირბინა და გარეთ გამოვიდა. რა უცნაურია, რამდენიმე წუთით ადრე რომ მოსულიყო, მოუსწრებდა... არადა, როგორ აინტერესებდა მისი ნახვა!

გაჩერებასთან მიდიოდა, როდესაც მობილურზე დაურეკეს... ნომერი დაფარული იყო. სალის უცნაური გრძნობა დაეუფლა... ზარს უპასუხა...

- გახსოვს, ადრეც გითხარი - სულსწრაფი ხარ, ქერა! ეს თვისება ერთდროულად ცუდიც არის და კარგიც; უბრალოდ, გააჩნია, სად და როდის გამოიყენებ! ამჯერად გადააჭარბე! - წესების დარღვევა მოგინდა?

სალი ადგილზევე გაქვავდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ ხელიდან ტელეფონი გაუვარდა. ყურში მისი ხმა ჩაესმა... პირველად! - ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა... სალის ძალიან გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, მაგრამ როგორც იქნა, ამოილუღლუღა...

- ტრიქსტერ?..


- თამაშში მხოლოდ ორი წესია! ნუთუ მისი დამახსოვრება გაგიჭირდა?

- არა, არა... უბრალოდ...

- ცნობისმოყვარეობამ დაგძლია! მესმის... ძნელია, ცდუნებას წინ აღუდგე... მაგრამ, თუ გინდა რომ ძლიერი იყო, ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც სხვა შეგრძნებებმა და ემოციებმა ვერ უნდა გმართონ! პირიქით, ძლიერი მაშინ იქნები, როდესაც შენ თვითონ შეძლებ მათ მართვას! დაიმახსოვრე, - თუ ადამიანი საკუთარ თავს მოერევა, იმას წინ ვერავინ და ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება! ყველაზე რთული საკუთარი თავის კონტროლი და მართვაა!..

- თამაშიდან გავვარდები?..

- არა... ამ ერთხელ გპატიობ და თვალებს დავხუჭავ, მაგრამ, თუ ისევ ეცდები იმ გოგოს მოძებნას, მაშინ...

- გასაგებია! - მის არსებობასაც დავივიწყებ! აი, ახლავე დავხევ იმ ფურცელს, რომელზეც მისი ტელეფონი და მისამართი მიწერია!

- ჰო, კიდევ რა... ბანკში ანგარიში გაგიხსენი. მოგვიანებით გამოგიგზავნი! მაგ ანგარიშზე თანხა ჩაგერიცხება ხოლმე. ახლა უნდა დაგემშვიდობო! როგორც გითხარი, შაბათამდე ვერ მნახავ! - დროებით, ქერა...

- დროებით...

სალიმ მობილური ჩანთაში ჩააგდო და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ გაჩერებას საკმაოდ გასცდა...

P.S. დაეხმარეთ სალის გამოცანის გამოცნობაში.

P.P. S.
მანუსკრიპტის გასაღები (ნოველა)

მზიანი დღე იყო. გასეირნება მომინდა.
სახლიდან გამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. ხიდზე რომ გადავდიოდი, ნალი ვიპოვე. - წარმატების ნიშნად ჩავთვალე და გზა გავაგრძელე.

ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, რამდენიმე მონეტა აღმოვაჩინე. მოედნის შუაგულში გავჩერდი, თვალები დავხუჭე და რატომღაც გმირებზე დავიწყე ფიქრი.
მათ ხომ არაფრის ეშინოდათ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ?! - მიყვარს მებრძოლი ხალხი, მაგრამ სადღა არიან რაინდები...

ცეცხლი ენთო. აღმართს გავუყევი. - რაღაცის ყიდვა მინდოდა...

სამი გოგო გამახსენდა, რომელიც ამოვარჩიე და გადავწყვიტე, მათთვის მეყიდა საჩუქრები.

ამ ფულით სამი "ნაჭერი" აბრეშუმი მომივიდოდა.

კვირა დღე იყო.

ჭიშკარში შევედი და ეზო გავიარე. შემდეგ კიბეებზე ავედი და მარცხნივ შევუხვიე...
შენობა დიდი იყო და რომ არ დავკარგულიყავი, კედელზე ჩემი ხელისგულის ანაბეჭდი დავტოვე.

9 მეტრი აბრეშუმი მომივიდა. თითოს სამი მეტრი შეხვდება...

მთავარია, ეს 9 მეტრი სწორად გადანაწილდეს...

შენობა დავტოვე.

იმედია, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგიყევით...

Trickster

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს


თამაში - ყოფილი ქმრის მეორე ცოლი შენს სამსახურში (თავი მეთხუთმეტე)
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (60)
დადუნია
:)
Neo
ფაქტია რომ სრუალიად ახალი, ორიგინალური პროექტ-ნაწარმოებია. ვინც აკრიტიკებს, მარტივ კითხვას ვუსვამ, უკეთესი გაგიკეთებიათ? არაა? რატომ არა? აა, უნიჭო ხარ? არ არსებობს რამის 'ცოტა' ნიჭი მაინც არ გქონდეს! აპლოდისმენტები ავტორს
ნატალი17
ანუ შემდეგ დავალებაზე ჭადრაკის თამაში მოგვიწევს მე მგონი;)
მარიამ
ჭადრაკი : ))
ნიკა
ვა ვაა... რა ამბები დაგიტრიალებია ავტორო :დდ დაწერეთ პასუხი, მეც მაინტერესებს :))
ნატალი17
ჯუზეპე სად ხარ დაწერე გამოცანის პასუხი,პირველობას არ წაგართმევ;)შენი ვარიანტი იყო:)
ავტორი :)
ვიდეოს ოთხშაბათს იხილავთ! ;)
ავტორი :)
მოგესალმებიით :) ძლივს მოვაღწიე კომპიუტერთან :) გუშინ მართლა საინტერესო თამაში გამოგვივიდა! მაკა, არ მყავს :( ზურა, მიხარია რომ ასე მაინც გაშიფრე :) გამოცანაზე ვინ რას ფიქრობთ? ჯერ არავის დაუწერია პასუხიი... აბა იფიქრეთ ;)
დადუნია
მად ხო გოგო იმდენად მეჩქარებოდა გამოსვლა შენთან რომ ეგ სულ დამავიწყდა. :D
მაკა
თეა, შემთხვევით ჰიუნდაის ჯიპი ხომ არ გყავს? ნომერი TEA-777 რამდენიმე დღის წინ შემხვდა ერთი გოგო ამ ჯიპით რომელიც ძალიან ძალიან გგავდა და ვიფიქრე ის ხომ არ არის-მეთქი?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შეცდომა. თავი 39. ბედნიერად მშვიდი
14:01 / 07-01-2017
– ნიცა, ცოტახანს მაინც დაგეძინა... – თვითონაც აერია, მერამდენედ უმეორებდა ერთსა და იმავეს, თუმცა ახლა უკვე აღარც ჰქონდა აზრი. სამ საათზე მეტი გავიდა და წამალიც ნელ–ნელა იწყებდა მოქმედებას.
შეცდომა. თავი 38. სიცოცხლე თუ სიკვდილი?
10:38 / 06-01-2017
მთელი საღამო არ მოასვენა ლილიამ. ისე სწრაფად მოძრაობდა, დაუნდობლად ურტყამდა ფეხებს, წამითაც არ ისვენებდა. აწუხებდა კიდეც უკვე.
"კარგი იქნება, თუ ჩემი ცოლი არ იქნება ვინმეს ნაფერები" - ცნობილი ქართველი კაცები ქალზე, ოჯახსა და ცოლის როლზე
13:03 / 05-01-2017
21-ე საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა ქართველი კაცების უმეტესობა ამ თანასწორობის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია.
შეცდომა. თავი 37. ცუდი წინათგრძნობა
11:10 / 04-01-2017
წასვლიდან არც ერთი ღამის განმავლობაში არ სძინებია ნიცას ასე ტკბილად.
შეცდომა. თავი 36. სიყვარულის დღე
19:44 / 02-01-2017
– ყველაფერი სწორად გავიგე! ვიცი, რაც იგულისხმე და გეთანხმები, უპასუხისმგებლო, იმპულსური და ზედმეტად ემოციური ვარ.
რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
12:15 / 30-12-2016
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
შეცდომა. თავი 35. შეხვედრა წარსულთან
11:33 / 30-12-2016
– არ მაინტერესებს, ალექს, სულ რომ კარის გატეხვის გამო დამიჭირონ, მაინც შევალ!
რაზე არ უნდა ისაუბროთ მამაკაცთან: 5 აკრძალული თემა
12:56 / 28-12-2016
თუნდაც თქვენს მეუღლესთან ან შეყვარებულთან ძალიან ახლოს იყოთ და ერთმანეთს არაფერს უმალავდეთ, არსებობს თემები, რომლებსაც არასოდეს უნდა შეეხოთ.
შეცდომა. თავი 34. ჩიხი
12:53 / 28-12-2016
დადიანისთვის რომ გეკითხათ, რას გრძნობდა იმ მომენტში, სახლიდან გავარდნილმა კარი როცა გაიჯახუნა, გეტყოდათ, რომ - არაფერს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31