რეჟისორ ლენა მოსენკოს ფილმში, სადაც ერთადერთი მსახიობი მონაწილეობს, ნაჩვენებია, როგორ იცვლებოდა ქალის გარეგნობა, მაკიაჟი, ვარცხნილობა და სამკაულები საუკუნეების მანძილზე.
4-წუთიან დოკუმენტურ ფილმში, მონტაჟის მეშვეობით, შესანიშნავად არის გადმოცემული ქალის გარეგნობისა და მოდის ცვალებადობა საუკუნეების მიხედვით.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა კადრში მსახიობი მხოლოდ მხრებს ზემოთ ჩანს.