1. გაღვიძებისთანავე მადლობა გადაუხადე განგებას იმისათვის, რაც გაქვს.
2. დილაობით, დაახლოებით 5-6 საათზე უნდა გაიღვიძო.
3. დალიე წყალი, დღეში დაახლოებით 3-4 ლიტრი.
4. მიიღე კონტრასტული შხაპი.
5. დაგეგმე დღე.
6. დაისახე მიზანი და იბრძოლე მის მისაღწევად.
7. შეუნდე მეგობრებსაც და მტრებსაც.
8. დღეში მინიმუმ 15 (უმჯობესია, 30-60) წუთი გაატარე სუფთა ჰაერზე.
9. ნუ დალევ წყალს საკვების მიღების შემდეგ.
10. მოერიდე ნეგატიურ გარემოს, ადამიანებს.
11. თუ მაინც მოხვდი, ეცადე, მაქსიმალურად დაიცვა თავი მავნე ზემოქმედებისგან.
12. იყავი ოცნების ერთგული.
13. მხოლოდ ღირსეულ ადამიანებთან იმეგობრე.
14. ყოველდღე ივარჯიშე.
15. რთულ სიტუაციაში მაქსიმალურად გამოავლინე დადებითი თვისებები.
16. ისწავლე პროფესიონალებისგან.
17. იმუშავე და ისიამოვნე.
18. თუ სამუშაო არ მოგწონს, მაგრამ იგი წარმატების მომტანია, გააგრძელე მუშაობა.
19. თუ სამუშაო არ გაკმაყოფილებს და არც განსაკუთრებული მიღწევები გაქვს, მიატოვე იგი.
20. გწამდეს საკუთარი თავის.
21. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე.
22. ყოველდღე ილოცე.
23. ყოველდღიურად განაახლე ფლეი-ლისტი, უსმინე ახალ-ახალ სიმღერებს.
24. ცხოვრების ყველა სფეროში იყოლიე მასწავლებელი და ისწავლე მათგან.
25. შემოსავლის 10 პროცენტი ქველმოქმედებისთვის გაიღე.
26. ხშირად შეაქე გარშემო მყოფები, განსაკუთრებით, საკუთარი გუნდის წევრები.
27. ემოციური იყავი შექებისას და თავშეკავებული კრიტიკისას.
28. გახსოვდეს, როგორ კარგ საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ერთი უკმაყოფილო ადამიანი მაინც გამოჩნდება.
29. გამარჯვებისას დატკბი წარმატებით; წაგებისას გაითვალისწინე შეცდომები.
30. ხანდახან ბავშვური გახდი; მიეცი თავს ცელქობის უფლება.
31. გახსოვდეს, ძირითადი საქმეები პირველ რიგში უნდა მოაგვარო.
32. ისარგებლე პრინციპით "ორი ერთში" (სირბილის დროს აუდიოწიგნს უსმინე).
33. სამუშაოდან სიამოვნება რომ მიიღო, მხოლოდ ხელფასზე კი ნუ იფიქრებ, არამედ იმ სიკეთეზე, რასაც გარშემო მყოფებს შენი მუშაობა მოუტანს.
34. ნუ შეგეშინდება წინაღობების, ისწრაფე გამარჯვებებისკენ.
35. გახსოვდეს, პროფესიონალად რომ იქცე, 10 ათასი საათი მოგიწევს მუშაობა.
36. ყოველდღიური პატარ-პატარა მიღწევები საბოლოო ჯამში დიდი წარმატების საწინდარია.
37. მისალმებისას აუცილებლად გაუღიმე ადამიანს. გახსოვდეს, მხოლოდ ძლიერ და წარმატებულ ადამიანს შეუძლია, პირველმა გამოიჩინოს გარშემო მყოფების მიმართ კეთილგანწყობა.
38. გახსოვდეს, რასაც ხელს მოჰკიდებ, იმაში საუკეთესო უნდა იყოთ.
39. დელიკატურად დაემშვიდობე ადამიანებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან.
40. ხოლო თუ ასეთები ნათესავები არიან, მიიღე ისეთები, როგორებიც არიან. ისინი აღარ გამოსწორდებიან.
41. საერთოდ ნუ ეცდები ვინმეს შეცვლას. ეს იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანს.
42. მისდიე ჯანსაღი ცხოვრების წესს.
43. რაც უფრო მეტს მიირთმევ და ნაკლებს მოძრაობ, მით მალე დაბერდები.
44. დაეხმარე ახლობლებს პრობლემების დაძლევაში.
45. კრიტიკას ღირსეულად გაუძელი და გაითვალისწინე იგი.
46. თუ კრიტიკოსს "სუფთა გული" ალაპარაკებს, დაიმეგობრე იგი. დაე, დაგეხმაროს იგი, რომ უკეთესი გახდე.
47. ის, რაც წარსულში გქონდა და ის, რაც მომავალი გექნება, იმის გამოძახილია, რაც ახლა გაქვს.
48. მოტივაცია თუ არ გაქვს, ან სხვა საქმით ხარ დაკავებული, ან ენერგია არ გყოფნის მის შესასრულებლად.
49. ცუდ ხასიათზე მყოფი ნუ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
50. სოციალურ საიტებზე დღეში ორჯერ, ისიც ცოტა ხნით შედი.
51. ზოგი სიტყვა შთაგაგონებს და ზოგი მწარედ დაგანგრევს. სიყვარულით აირჩიე ისინი.
52. გულითადად დაეხმარე ადამიანებს წარმატების მიღწევაში.
53. მიიღე სიამოვნება სიმარტოვით.
54. არასდროსაა გვიანი ახალი საქმის, ჰობის დაწყება, თვალთახედვის გაფართოება.
55. შეაგულიანე ადამიანები კეთილი საქმის გასაკეთებლად.
56. აწარმოე წარმატების დღიური, სადაც მხოლოდ საკუთარ წარმატებებს შეიტან.
57. 100 პროცენტით აასრულე ყველა დანაპირები.
58. მოერიდე ჭორებს.
60. ეცადე, არ გახდე მარიონეტი სხვის ხელში.
61. გახსოვდეს, აქტიურებსა და ჭკვიანებს შორის აქტიურები იმარჯვებენ; ხოლო აქტიურებს შორის - ყველაზე ჭკვიანები. იყავი ჭკვიანიცა და აქტიურიც.
62. გააანალიზე დღის განმავლობაში მომხდარი თითოეული მოვლენა, რა გაკვეთილი მიიღე მათგან.
63. ნუ აკეთებ იმას, რაც წარმატებას არ მოგიტანს.
64. მეტად მიირთვი უმი ხილი და ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები (ავოკადო, მცენარეული ზეთები, თხილი).
65. რაც უფრო ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ, მით აქტიური ხარ; რაც უფრო აქტიური ხარ, მით მეტი სიკეთე მოგაქვს გარშემო მყოფებისთვის.
66. შექმენი სახლში სიმყუდროვე.
67. გაწყვიტე ურთიერთობები, რომლებიც გბოჭავს. იყავი თავისუფალი არჩევანშიც და ქმედებაშიც.
68. კვირაში ერთი დღე არაფერი აკეთო. ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელი გახდება შენს ცხოვრებაში.
69. დროდადრო შემოქმედებითი საქმიანობითაც დაკავდი.
70. შემოქმედებითმა საქმიანობამ სულიერი სიმშვიდე უნდა მოგანიჭოს. ნუ აჩქარდები, ნუ ინერვიულებ.
71. გახსოვდეს მატერიალურისა და სულიერების ბალანსის შესახებ. ნუ გაერთობი ერთით და ნუ მიივიწყებ მეორეს.
72. შეისწავლე ცნობილი ადამიანების ცხოვრება.
73. დაიმეგობრე ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანები და მეტი დრო გაატარე მათთან ერთად.
74. არასდროს გამოართვა ადამიანს იმაზე მეტი, ვიდრე შენ შეგიძლია მას მისცე.
75. თუ გიღალატეს, დამნაშავე თავად ხარ. უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყავი.
76. რაც უფრო რთული და დაბრკოლებებით აღსავსე გზაა გასავლელი, მით მეტ სიამოვნებას მიიღებ, როცა მის მწვერვალზე მოექცევი.
77. წარუმატებლობის გარეშე შეუძლებელია. შეიყვარე და გაკვეთილად გაიხადე იგი.
78. რაც უფრო მწარედ დაეცემი, მით მეტი მოტივაცია გაგიჩნდება წამოსადგომად და ფეხზე მყარად დასადგომად.
79. ღია იყავი იმ ადამიანებისთვის, ვინც გაფასებს და დახურული - ვინც ვერ გიგებს.
80. ყოველთვის ჩაინიშნე, ვის რას დაჰპირდი; ადამიანებს ზოგჯერ "ავიწყდებათ" და ზოგჯერ მართლა ავიწყდებათ.
81. გულუხვ ადამიანთან გულუხვი იყავი, ძუნწთან - ძუნწი.
82. მიხედე ჯანმრთელობას. დასვენება, სპორტი, ცურვა, მზე და აბანო - პრიორიტეტად გაიხადე.
83. გახსოვდეს, რომ ცხოვრება ზებრასავითაა - შავი ზოლი, თეთრი ზოლი.
84. იყავი კეთილშობილი გარშემო მყოფების მიმართ.
85. სიბრძნე, საკუთარი თავის ღირსება და სიკეთე ადამიანს შინაგანად ალამაზებს.
86. ნუ მოიგონებ წარსულში დარჩენილ ადამიანებს. ალბათ იმის მიზეზიც გქონდა, რომ ისინი ახლა შენ გვერდით არ არიან.
87. საუკეთესო ინვესტიცია - სწავლაა.
88. "კედელი - ერთ-ერთი საფეხურია. გაიზრდები და გადალახავ".
89. სიბერეში იმაზე უფრო იდარდებ, რაც არ გაგიკეთებია, ვიდრე იმაზე, რაც გააკეთე.
90. ისწავლე იმათგან, ვინც შენს სფეროში წარმატებას მიაღწია.
91. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მით მეტ ძალაუფლებას გრძნობ; რაც უფრო მეტი ძალაუფლება გაქვს, მით მეტად უნდა დაეხმარო გარშემო მყოფებს; რაც უფრო მეტად ეხმარები გარშემო მყოფებს, მით მეტად ბედნიერი ხარ.
92. პერიოდულად მოაწესრიგე საკუთარი ნივთები, გათავისუფლდი უსარგებლო ნივთებისგან.
93. იყავი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი.
94. ცხოვრება ველოსიპედით მოგზაურობას ჰგავს - თუ გადაადგილება გიჭირს, ე.ი. აღმართზე მიემართები.
95. ხშირად გარისკე. როგორც ამბობენ, რისკი კეთილშობილური საქმეა.
96. თვეში ერთხელ გაანებივრე საკუთარი თავი. შეიძინე ახალი კაბა, ფეხსაცმელი, ელექტრონივთები.
97. მადონა იმის მაგალითია, რომ განსაკუთრებული მონაცემების გარეშეც შეგიძლია მიაღწიო წარმატებას; დედა ტერეზამ ადამიანებისადმი კეთილგანწყობით შეცვალა სამყარო; ნურც ოპრა უინფრის დაივიწყებ, რომელიც სიძნელეების, უბედურებებისა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანად იქცა.
98. ქალის მთავარი დანიშნულებაა: სიყვარული, სითბოსა და სიმყუდროვის შექმნა, ყველგან, სადაც შენ ხარ.
99. გიყვარდეს ყველა, მაგრამ ემეგობრე ერთეულებს.
100. ბედნიერება ნებისმიერმა, მცირე გამარჯვებამაც უნდა მოგანიჭოს.