ამბობენ, ყველა სტადიის გავლას წყვილი 12 წელიწადს და ცოტა მეტს ანდომებსო.
1. შეყვარებულობა (მიზიდვის სტადია)
2. შეგუება (მოთმინებიდან შეგუებამდე)
3. კამათი (შეძულების სტადია)
4. მოთმინება
5. მსახურება
6. მეგობრობა
7. სიყვარული
ახლა კი, დაწვრილებით:
1. როგორც წესი, ურთიერთობა შეყვარებულობით იწყება. როცა ქალი და მამაკაცი მოხიბლულია ერთმანეთით, ლტოლვას, რომანტიკას, ვნებას განიცდიან. ეს პერიოდი, დაახლოებით, 3 თვიდან 2 წლამდე გრძელდება.
2. როცა რომანტიკული ურთიერთობები სრულდება, ადამიანები ერთმანეთს ეგუებიან. რაღაც თვისებები ერთმანეთში კვლავინდებურად მოსწონთ, რაღაცები უკვე აღიზიანებთ. ეს პერიოდი ჭექა-ქუხილის წინ არსებულ ამინდს ჰგავს, როცა ყველაფერი საეჭვოდ ჩაჩუმებულია, მაგრამ ჰაერში გრიგალის სუნი ტრიალებს.
3. კამათი. კონფლიქტი მომწიფდა და გამოვლინდა.
ეს სამი პუნქტი საკმაოდ გავრცელებული სტადიებია. მესამე პუნქტის შემდეგ წყვილები შორდებიან, ჰგონიათ, რომ სხვა პარტნიორებთან უფრო გაუმართლებთ და ასე მეორდება სიტუაციები.
4. მოთმინება. ამ ეტაპზე ადამიანები ხვდებიან, რომ უნდა მოითმინონ, თუ სურთ, წვიმის შემდეგ ცისარტყელა იხილონ. ამ სიძნელეების დაძლევის შემდეგ ერთმანეთი ხელახლა უყვარდებათ, ხელახლა აღმოაჩენენ ერთმანეთში დადებით და უარყოფით თვისებებს...
ეს ეტაპიც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. პარტნიორებმა იციან, რომ კამათის შემდეგ ისევ შერიგდებიან და გრძნობებიც კვლავინდებურად იფეთქებს. ზოგიერთი წყვილი განზრახ ახდენს პროვოცირებას, რომ მერე შერიგების მომენტი უფრო ტკბილი და დასამახსოვრებელი გახდეს.
თუმცა, ბოლოს და ბოლოს, წყვილს შეიძლება მობეზრდეს ასეთი ურთიერთობა და დაშორდეს იმ იმედით, რომ მომავალ პარტნიორში უფრო გაუმართლებს.
5. მსახურება. ეს აქამდე არსებული ურთიერთობის კარდინალურად განსხვავებული ეტაპია, რომელიც ”სიყვარულს” უახლოვდება. თუ პარტნიორებმა ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთისთვის მსახურება დაიწყეს, საქმე შეიძლება სიყვარულამდეც მივიდეს.
6. მეგობრობა. იგი მსახურებაზეა დამყარებული. როცა პარტნიორები ერთმანეთის მადლიერები არიან, ერთმანეთს ენდობიან.
7. სიყვარული. ბოლოს და ბოლოს, წყვილი ბოლო პუნქტს გადალახავს და ჯილდოდ ნამდვილ სიყვარულს ღებულობს, რომელიც აღარც დასრულდება და აღარც გაწყდება, წლების მატებასთან ერთად კი კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამბობენ, ყველა სტადიის გავლას წყვილი 12 წელიწადს და ცოტა მეტს ანდომებსო.