დაქალის ბლოგი: როცა ცოლი მივლინებაშია - მამაკაცის დღიურიდან
დაქალის ბლოგი: როცა ცოლი მივლინებაშია - მამაკაცის დღიურიდან
როგორ იცის თბილისში, უცებ დაცხება ხოლმე. სამსახურში კიდევ, ყოველთვის გამოიძებნება ერთი ისეთი მატრაკვეცა თანამშრომელი, რომელიც კონდიციონერს გამორთავს, რადგან სცივა.

თუ გაკადნიერდები და ეტყვი, რომ კეთილი ინებოს და ჟაკეტი ჩაიცვას, გაკვირვებულ-აღშფოთებული შემოგხედავს და "შენ ნორმალური ხაარ?"-ს მზერით მოგიგებს: - "ზაფხულში ჟაკეტიი? - სეზონის გიჟი კი არა ვარ!"

ცხელი სამუშაო დღის ბოლოს სახლში ბრუნდებით. თუ გაგიმართლათ და მანქანა გყავთ, საქმე მოსალოცად გქონიათ; თუ არადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ზაფხულში ნამდვილი ღვთის სასჯელია. მოგიწევს ოფლის სუნისა და ძუნწი მძღოლის ატანა, რომელიც საწვავის დაზოგვის მიზნით კონდიციონერს არ რთავს და თვითონაც ოფლის მორევში ცურავს. კონდიციონერზე დაზოგვა იქნებაა? ასეთ სიცხეში კარლსონიც თავისი ვენტილატორით გამოიმუშავებს მგონი ფულს...

კიდევ კარგი, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც საშინელ სიცხეშიც ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს. მაგალითად: გრილი შხაპი, ცივი ყავა ან ცივი ლუდი, რომელიც ხასიათზე მოგიყვანთ. უი, ლუდსა და სამსახურზე გამახსენდა! აბა, კომფორტულად მოკალათდით, მოიდგით ცივი ყავა ან ლუდი (სურვილისამებრ), რადგან მე კვლავ შევეცდები თქვენს გახალისებას და წარმოგიდგენთ 12 დღეს მამაკაცის ცხოვრებიდან, რომლის ცოლიც მივლინებაში გაემგზავრა.

დღე პირველი

გავაცილე!!! თავისუფლებააააააააააა!!! იუჰუუ... როგორ ველოდი ამ დღეს!
პერანგები გარეცხილი და გაუთოებულია, მაცივარი სავსეა საჭმლით, ყვავილებს როგორმე მოვრწყავ! ძაღლსაც ჩავიყვან... მოიცა, რა დროს დღიურის წერაა, ლუდი უნდა ამოვიტანო!

დღე მეორე

მესიჯი მომივიდა: -"ნორმალურად ვიმგზავრე. ძალიან მაგარი ამინდია. სასტუმროც უმაგრესი აღმოჩნდა. კვება გადასარევი. ტრენინგი დამთავრდა და აუზზე მივდივართ". - ღადაობს? არა უშავს, მართალია, აქ კურორტი არ არის, მაგრამ ცხოვრება შეიძლება... ჰმ, სამსახურის მერე ფეხბურთს ჩავუჯდები და ლუდს დავლევ!

დღე მესამე


მგონი, მივქარე! სამსახურის ბიჭებმა დასალევად დამპატიჟეს და უარი ვუთხარი. არ შემიძლია, ძაღლი უნდა გავასეირნო-მეთქი... გაუკვირდათ, - შენი ცოლი ვერ გაასეირნებსო? ჰოდა, წამომცდა, ცოლი მივლინებაში გავუშვი-მეთქი... მოკლედ, ჩემთან ამოვიდნენ დასალევად. კარგა გვარიანად დათვრნენ და რაც ჩემმა ცოლმა ორი კვირის სამყოფი საჭმელი დამიტოვა, "ზაკუსკად" გადაუშვეს კუჭში. ჯანდაბა! რა ვქნა, როგორმე იოლას გავალ სოსისით, ძეხვით, ყველით... მთავარია, ლუდი იყოს!

დღე მეოთხე


ძლივს წავიდნენ. პახმელიამ ლამის მომკლას... უკვე საღამოა და ცოტა მაინც უნდა მივალაგო. კოშმარია რაა!!! - რა არის ეს? ოცდათორმეტი ჭუჭყიანი თეფში... ჭიქები, ჩანგლები... და ეს ყველაფერი ხუთი კაცის გამო? რა ჯანდაბას დებდნენ ამდენ თეფშზე? წარმოდგენა არ მაქვს... ეს კვირადღე რა უაზროდ გავიდა. თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყე, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გავუგე. ნეტა როგორ რთავს ამას ჩემი ცოლი?

როგორც იქნა, ჩაირთო. ავტომატურად გამოირთვება თვითონ. მე უნდა დავწვე, თორე ხვალ ძალიან ადრე ვარ ასადგომი.

დღე მეხუთე


ეს დღე იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. დილით ქვედა სართულის მეზობლებმა გამაღვიძეს, სამზარეულოში წყალი ჩამოდისო. წამოვხტი. ვხედავ, ჭურჭლის სარეცხის მანქანიდან წყალი გამოდის. სანტექნიკოსი გამოვიძახე. მითხრა, რომ რაღაც მილი გამოვაერთე თუ კარი არ დავკეტე კარგად, მოკლედ, არ ვიცი...

სამსახურიდან მარკეტში შევიარე. ლუდი და ერთჯერადი თეფშები ვიყიდე.

დღე მეექვსე


ჩემს ცოლს მხოლოდ ექვსი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაუთოებული პერანგი დაუტოვებია. ახლა მეექვსე მაცვია. დანარჩენები უნდა გავრეცხო, მაგრამ სარეცხი მანქანის ჩართვის მეშინია, კიდე წყალი არ ჩაუვიდეს მეზობელს. ეს ჩემი კარის მეზობელი როა, გაუთხოვარი, ყვავს ვეძახი. გაიგო, რომ მარტო დავრჩი და რაღაცნაირად სულ მითვალთვალებს. წარამარა კორიდორში გადი-გამოდის და რაღაცეებს მეკითხება: - "ისევ მარტო ხარ? წუხელ სტუმრები გყავდა? როდის ჩამოდის შენი მეუღლე?" - მოკლედ, მაკონტროლებს.
რა მოხდება, რომ ვთხოვო, სარეცხის მანქანა ჩართოს?..

დღე მეშვიდე


სანამ ვფიქრობდი, ჩემი მეზობლისთვის მეთქვა თუ არა სარეცხის მანქანაზე, გია მომადგა. ჩემი თანამშრომელი, აი, იმ დღეს რომ ვიქეიფეთ, იმ ხუთიდან ერთ-ერთია. ხოდა, მეკითხება: - შეიძლება საღამოს შემოგიაროო? - ისევ კომპანიასთან ერთად-მეთქი? და - არაო, არავითარი კომპანია, უბრალოდ, ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ცოტა ხნით დივანზე დავსხდებით, სხვაგან ვერსად ვერ მიმყავსო... ჯანდაბა! ესღა მინდოდა? მაგრამ უარი ვერ ვუთხარი რაღაცნაირად. ამას წინათ ფული დამჭირდა და მაგან მასესხა. ხოდა, უხერხულია. რა ვქნა, ზურასთან გავალ, ფეხბურთს ვუყურებთ და ლუდს დავლევთ.

დღე მერვე


საქონელი!!! კოლეგა კი არა, ნამდვილი ღორია. რას დაამსგავსა სახლი. მთელი საწოლი შამპანურით მოურწყავს. თეთრეული შევყარე და გავრეცხე როგორღაც, მაგრამ ამ მატრასს რა ვუყო, არ ვიცი. აივანზე გადავკიდე, მაგრამ სუნი კიდევ აქვს! ტფუი... ბლიად!

დღე მეცხრე


ამ საქონელის საქციელს ვერ ვინელებ. მთელი დღე სახლის დალაგებაში გავატარე. აბაზანაში შევედი დასაბანად და რას ვხედავ? გამოსაჩენ ადგილზე პომადა არ დევს? მოდი ახლა და დაარწმუნე ცოლი, რომ გიას ნაშასია და მე არაფერ შუაში ვარ! პირსაბანის სარკის თაროზე კიდევ რაღაც უბედური ფორმის სავარცხელიც დაუტოვებია.

თუთიყუშის ფორმა აქვს და ტარზე ფერადი ბაფთები აქვს ჩამოკონწიალებული. ზედ თმებია დახვეული. კიდევ კარგი, რომ დღეს არ ჩამოდის ჩემი ცოლი. სასწრაფოდ გადავაგდე პომადაც და სავარცხელიც. ყოველი შემთხვევისთვის, მთელი ბინა გადავატრიალე, მაგრამ სხვა კვალი არ ჩანს...

დღე მეათე


ეს დღე მაინც გავატარო წყნარად. ლუდი ვიყიდე, პელმენი მოვიხარშე. დავჯექი ტელევიზორის წინ, ფეხები მაგიდაზე ავკეცე, მაგრამ სადაა პულტი? ვერსად ვიპოვე. ვინ დამთარსა? რამდენი არხების გადართვა მომინდა, იმდენჯერ ავდექი და ტელევიზორთან მივედი. მესამე ბოთლი ლუდის მერე, მოვითენთე და ადგომა დამეზარა.

რაღაც უბედურ თურქულ სერიალს ვუყურე... ლეპტოპი ცოლმა წაიღო. ხვალ ავდგები და DVD-ის ვიყიდი, რამე ეროტიკას ვუყურებ. ნინო ხო არ დავპატიჟო, ჩემი თანამშრომელი? აშკარად მეფლირტავება...

დღე მეთერთმეტე


პულტი ძაღლს თავის ბუდეში შეუთრევია და სულ დაუღეჭავს. ალბათ, გაგიჟებულია, ამდენი ხანი რომ ვერ გავასეირნე. მარტო აივანზე ვუშვებ. მავნებელი ცხოველი! მართალი ვიყავი, ცოლს რომ ვეუბნებოდი, თევზები ვიყიდოთ-მეთქი...

ძაღლი გავასეირნე, მერე DVD ვიყიდე და ნინოს დავურეკე. ვიქენდზე აგარაკზე წასულა მეგობრებთან ერთად. ბედი არ გინდა? ხვალ კიდე ჩემი ცოლი ჩამოდის... სახლი მივალაგე და ეროტიკასაც ვუყურე. "გიჟური ორგია" ერქვა...

დღე მეთორმეტე


ცოლს დავხვდი და სახლში მოვიყვანე. გარუჯულა და მშვენივრად გამოიყურება. მაშინვე სახლის დალაგება დაიწყო. ჭურჭლის მანქანა ჩართო, სარეცხი შეტვირთა. მაცივარში შეიხედა და გაკვირვებულმა მკითხა - სუპი რატომ არ ჭამეო? მთელი ქვაბი ხელუხლებელიაო. მე რა ვიცოდი, რა იყო ქვაბში? საერთოდ არ ჩანდა ლუდის ბოთლების გამო.

ოთახები რომ მიალაგა, აბაზანაში შევიდა და იქიდან გამომძახა, ჩემი სავარცხელი არ გინახავს? თუთიყუშს რომ ჰგავსო... ენაზე ვიკბინე. მერე "გიჟური ორგია" იპოვა DVD-პლეიერში და დამცინა, - მოწყენილი იყავიო?

ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ჩემი კარის მეზობელი, ის გაუთხოვარი ყვავი მოვიდა. ჩემს ცოლს ეპირფერა: - "უი, რა კარგია, რომ ჩამოხვედი! შენი ქმარი ისეთი მოწყენილი იყო, ისეთი მოწყენილიიი..."

მე ტელევიზორის წინ, დივანზე წამოვწექი. მალე ცოლი გემრიელ სადილს მომიმზადებს. პერანგებს გამიუთოებს, ძაღლს გაასეირნებს. მეც დავისვენებ... - დავისვენებ?.. მოიცა, მშვიდობით თავისუფლებავ, თუ?..

ჟურნალი ”და ქალი”
(ივნისის ნომერი)
კომენტარები (3)
ლოლ
და მაინც, ღალატზე როგორ წაუვიდა ფიქრები) მიდი და ამისმერე გაუკეთე რამე ვინმეს
ანა
სახალისოა ძალიან :) მაგრამ, ეს კაცის დაწერილია ნამდვილად? :დ
კიკი
ძალიან ძალიან ენამოსწრებული და სახალისო იყოოოოოოოო
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ვპასუხობთ 10 კითხვას, რომელთა დასმაც მამაკაცებისთვის ქალებს ერიდებათ!
14:34 / 23-06-2017
დიახ, ქალებსა და მამაკაცებს უჭირთ ერთმანეთის ბოლომდე გაგება, მაგრამ თუ ძალიან გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობს მამაკაცი - აი, გულწრფელი პასუხები თქვენს კითხვებზე რეალური ბიჭებისგან.
8 რამ თქვენს სიყვარულზე, რაც არ უნდა "გამოფინოთ" სოციალურ ქსელში
15:49 / 20-06-2017
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეხუთე წყვილი ონლაინ იცნობს ერთმანეთს, ინტერნეტურთიერთობის ეტიკეტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის.
7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ საქმროს მშობლების გაცნობისას
13:26 / 12-06-2017
1. ნუ ისაუბრებთ სოციალურ სტატუსზე! ნუ იტრაბახებთ შეყვარებულის ახლად გაცნობილ მშობლებთან თქვენი სოციალური სტატუსით ან პირიქით, ძალიან სიტყვაძუნწიც ნუ იქნებით.
11 რამ, რაც მამაკაცს აიძულებს პაემანი დაგინიშნოთ
12:28 / 14-05-2017
პარფიუმი, ღიმილი, მომხიბვლელი მზერა? რამ შეიძლება მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანოს? 11 მინიშნება, რომ მამაკაცს მოეწონოთ და პაემანი დაგითქვათ.
გაიგე ყველაფერი მაშინვე: 6 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მამაკაცს პირველ პაემანზე უნდა დაუსვა
13:12 / 07-05-2017
პირველ პაემანზე ოდნავი ნერვიულობა დასაშვებია, მაგრამ სანამ მამაკაცი შეგიყვარდებათ, მოასწარით ამ 6 კითხვის დასმა.
რას ფიქრობენ 20-დან 25 წლამდე ქართველი ბიჭები დაოჯახებასა და "გელფრენდის" ინსტიტუტზე
13:05 / 26-04-2017
ახალგაზრდა ვაჟების გარკვეული კატეგორია დაოჯახებას ზოგჯერ ძალიან ჩქარობს და 17-18 წლის ასაკში ქორწინდება; ზოგი პირიქით, ამ მიმართულებით არც აქტიურობს, რაზეც საკუთარი მოსაზრება აქვს.
ქალის 4 მდგომარეობა, რომლითაც მამაკაცები "იკერებიან"
11:53 / 21-04-2017
ქალი მამაკაცის წინაშე მუდამ სხვადასხვაგვარად უნდა წარდგეს, მაშინ მისდამი ინტერესი არასოდეს გაქრება.
სამი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გაჰყვეთ ცოლად კურო მამაკაცს
12:16 / 20-04-2017
მსოფლიოს წამყვანი ასტროლოგიური საიტები ძალზე ხშირად ატარებენ ონლაინ თუ ქუჩის გამოკითხვებს თემაზე - მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბდებული მამრია ქალების უმეტესობისთვის მამაკაცის იდეალი, როგორც სასიყვარულო, ისე სექსუალური ურთიერთობის თვალსაზრისით.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი იმსახურებს "მეორე შანსს" ქალისგან
10:55 / 20-04-2017
ალბათ, ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) დღეს, ყოფილი პარტნიორი (მეუღლე, შეყვარებული) ჩნდება მოულოდნელად ჰორიზონტზე და სურვილს გამოთქვამს, ყველაფერი დაიწყოთ ე.წ. სუფთა ფურცლიდან...
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ პატიება
12:51 / 14-04-2017
როგორ გგონიათ, პატიების უნარი ნიჭია თუ გარკვეული ხასიათის თვისება, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად გამომუშავდება ადამიანში?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი