1. თქვით, რაც გსურთ. თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა შეიძლება ვერ გამოიცნოს, თუ რას ელით მისგან. ამიტომაც ვერ მიხვდება, რატომ გაებუტეთ.
2. ნუ აიძულებთ თქვენს საყვარელ მამაკაცს, შეიყვაროს თქვენი დაქალები. თუ მას მათთან ერთად ყავის სმა და ჭორაობა არ უნდა, მით უკეთესი თქვენთვის. ზოგჯერ თქვენც მოგინდებათ თქვენს მეგობრებთან ერთად გართობა და მხიარულება, ზოგჯერ - მას. ეს უკეთესია, ვიდრე ერთმანეთის მეგობრების წვეულებაზე მოწყენილები ისხდეთ.
3. ხშირად ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. ზოგჯერ ჩახუტება უფრო მეტის გამომხატველია, ვიდრე სიტყვები. გარდა ამისა, ჩახუტება სულიერ სიმშვიდეს, დაცულობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
4. არასდროს დაიწყოთ ურთიერთობების გარჩევა ძილის წინ. მშვენივრად გატარებულ დღესა და საღამოს გაიფუჭებთ. ამასთანავე, დილით ცუდ ხასიათზე გაგეღვიძებათ და მთელ დღეს ასე გაატარებთ.
5. ნუ გაიხსენებთ წარსულს. ყველა ურთიერთობაში არსებობს სირთულეები. თუ თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა რაღაც დააშავა და აპატიეთ, დატოვეთ ეს ფაქტი წარსულში. არასდროს შეახსენოთ, როგორი საძაგელია იგი, რა გადაიტანეთ თქვენ და რად დაგიჯდათ მისი პატიება.
6. გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის და ზოგიერთი საქმე ერთად გააკეთეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს - სექსი თუ ყვავილების გადარგვა. მთავარია, რომ ერთად იყოთ და ერთ საქმეს აკეთებდეთ.
7. იყავით მადლიერი. დაგეხმარათ? უთხარით მადლობა. რაც უფრო მეტად იქნებით მამაკაცის მადლიერი, მით მეტს გაგიკეთებთ ის მომავალში. სცადეთ და უთხარით ფრაზები: ”მადლობა, რომ დამეხმარე”. ”მადლობა, რომ მყავხარ” და ნახავთ, რა შედეგსაც გამოიღებს თქვენი მადლიერება.