ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოერკვიათ, შესაძლებელია თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ ქალებთან მეგობრობა.
ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში 88 წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან მეგობრობდნენ. ქალებსაც და მამაკაცებსაც სთხოვეს, შეეფასებინათ მეგობრის გარეგნობა.
როგორც გაირკვა, ყველა მამაკაცი (ცოლიანიც და უცოლოც) სიამოვნებით გააბამდა რომანს თავის მეგობარ ქალთან. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცები მხოლოდ იმ ქალებთან მეგობრობენ, რომლებიც მათთვის სექსუალურად მიმზიდველები არიან და ფიქრობენ, რომ ქალებმაც ამ პრინციპით შეარჩიეს.
ხოლო გამოკითხულ ქალებს სულ სხვა შედეგები ჰქონდათ. გაირკვა, რომ მხოლოდ გათხოვილ ქალებს შეუძლიათ მამაკაცებთან მეგობრობა, გასათხოვრები კი მეგობარ მამაკაცებს პოტენციურ პარტნიორებად აღიქვამენ.