ზაფხულის ნოსტალგიამ შეიძლება დაგავიწყათ, თუ რა მშვენიერი შეიძლება იყოს შემოდგომა და მასთან დაკავშირებული მოგონებები.
ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის შეგვეკრიბა ყველა ის სასიამოვნო მომენტი, რაც შემოდგომას უკავშირდება.
1. შემოდგომის ფერები, სეირნობა სკვერში, ფოთლების შრიალი ფეხქვეშ...
2. ახალნაყიდი ლაბადის ან საშემოდგომო პალტოს მორგება, სხვადასხვა ფერის შარფთან ერთად.
3. მოღრუბლულ ამინდში რომანტიკული სეირნობა და კოცნები ხასხასაპრინტიანი ქოლგის ქვეშ.
4. მეგობრული შეხვედრები ბუხართან, შავი ღვინო, მწვადი, გულიანი სიმღერები...
5. გაეხვიო თბილ პლედში და მოხვრიპო ცხელი შოკოლადი...
6. მოსინჯო მქრქალი წითელი ან ბორდოსფერი პომადა, რომელიც შემოდგომაზე ყველაფერს უხდება.
7. ჩამოცვენილი ფოთლებისგან შემოდგომის თაიგული შეაგროვო.
8. სეირნობისას როცა შეგცივდება, საყვარელი ადამიანი თავის ჟაკეტს, ჟემპერს მოგახურებს, რომელიც სხეულზე მეტად სულს გაგითბობს.
9. თუ ბოტები გაცვია, შეგიძლია ბავშვობა გაიხსენო და გუბეებში გაირო.
10. მხოლოდ შემოდგომაზეა ყველაზე გემრიელი და ფერადი ხილი.
11. გამოცხვო გემრიელი და არომატული ვაშლის ღვეზელი დარიჩინით.
12. საყვარელ ადმიანებთან ერთად ბუნებაში საშემოდგომო პიკნიკი მოაწყე.
13. მოემზადო ჰელოუნისთვის, გოგრისგან სანათი გააკეთე, თავად ალქაჯის კოსტიუმი მოირგე.
14. სიამოვნებით მიირთვა არომატული გლინტვეინი და პუნში, ყავა ბეილისით ან ჩაი მიხაკით და კონიაკით.
15. დაბოლოს, გაემგზავრო მთაში, - რაჭაში, ყაზბეგში და გადაიღო ფოტოები, სადაც შემოდგომის ულამაზეს ფერებს აღბეჭდავ.