მამაკაცები გულახდილ საუბარზე დავითანხმეთ და ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები გამოვააშკარავეთ.
მაშ ასე, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
სექსი
"ქალებისთვის ახალი ამბავი არაა, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად სექსი აინტერესებთ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. მაგრამ სექსი საყვარელ ქალთან ყველაზე სასიამოვნოა. მოგვწონს, როცა ქალს უნდა ჩვენთან სექსი და არც ამის აღიარების რცხვენია."
ემოციები
"ნუ მოიტყუებით, ყალბი ემოცია არავის სჭირდება და ნუ გგონიათ, რომ ვერ ვამჩნევთ, როდის ცრუობთ."
კომპლიმენტები
"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიჭებსაც ისევე ახარებთ კომპლიმენტების მოსმენა, როგორც გოგონებს. ნუ დაგეზარებათ, მოგერიდებათ და შეგვიქეთ საქციელი, სამოსი. ამით გვასიამოვნებთ."
იუმორის გრძნობა
"თუ ქალს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და კაცის გაცინება შეუძლია, ეს ნამდვილი დღესასწაულია. ქალი იუმორის (შეიძლება ზოგჯერ ბილწიც) გრძნობით, ნამდვილად მიმზიდველია ჩვენთვის."
მიღება
"მამაკაცისთვის სასიამოვნოა, როცა ქალი იღებს მას ისეთს, როგორიცაა და არ ცდილობს მის გადაკეთებას. მიგვიღეთ, როგორც ჩამოყალიბებული ინდივიდები და ნუ ეცდებით ჩვენთვის ჭკუის სწავლებას."
სიმართლე
"ვერ შეინარჩუნებთ ჩვენთან ურთიერთობას, თუ მართლები არ იქნებით. ნუ გგონიათ, რომ ვერ ვხვდებით თქვენს ქალურ ხრიკებს. უბრალოდ, არ გვინდა გული გატკინოთ. იყავით მართლები და ამით უფრო გავამყარებთ კავშირს."
თავისუფლება
"რაც უფრო შეგვიზღუდავთ თავისუფლებას, მით უფრო გაგექცევით. თუ მეგობრებთან შეხვედრა ან განმარტოება გვინდა, მოგვეცით ამის საშუალება. ნუ ეცდებით, ყოველი წუთი ერთად გავატაროთ ან ყოველ უთქვენოდ გავლილ წუთზე ჩაგაბაროთ ანგარიში. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით და ჩვენც მოგვეცით თავისუფლად არსებობის უფლება."
პირადი მოსაზრება
"მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც აქვს პირადი მოსაზრება და არ ერიდებათ მათი გამოხატვის. შეიძლება თქვენი პარტნიორი ყოველთვის არ დაგეთანხმოთ, მაგრამ გულის სიღრმეში მას გაეხარდება, რომ გვერდით ჰყავს ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი მოსაზრება. ძლიერი ქალი ყოველთვის სექსუალურია".
რწმენა
"თუ ნამდვილად გიყვართ მამაკაცი, გწამდეთ მისი იმედების, პერსპექტივების, ისევე, როგორც მას სჯერა თქვენი".
ნდობა
"თუ ვერ ენდობით თქვენს მამაკაცს, თქვენი ურთიერთობა განწირულია. ენდეთ, მაგრამ ნუ ეცდებით მის გადამოწმებას, მოტყუებას. ნდობა ხშირად პატივისცემაზეა დაფუძნებული, პატივისცემას კი ორივე პარტნიორი იმსახურებს".