ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის, რამდენიმე წელში აცნობიერებს, რომ მცდარი ნაბიჯი გადაუდგამს.
ამ "მცდარი ნაბიჯის" გამო ბევრი ოჯახი ინგრევა... ამ დროს ზოგიერთი ამჯობინებს, მობეზრებულ მეორე ნახევარს სადმე შორს გაექცეს. თუმცა არ ღირს თურმე აჩქარება, მათ შორის, ამ საკითხშიც – ჯერ უნდა ბევრი იფიქრო, გადააფასო ურთიერთობები და ისიც გააცნობიერო, რას მიიღებ აქედან და ხომ არ აღმოჩნდები უარეს მდგომარეობაში... როგორც ეს კაცი, რომელმაც ცოლს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა:
"ჩემო საყვარელო, გწერ ამ წერილს, რომ გაცნობო – სამუდამოდ გშორდები. მთელი ეს 7 წელი შენი ქმარი ვიყავი, მაგრამ ეს ბოლო თვე ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა. დღეს დამირეკა შენმა უფროსმა და მითხრა, რომ სამსახურიდან წამოსულხარ... ეს ბოლო წვეთი იყო – ნეტავ რისი იმედი გაქვს, როგორ უნდა იცხოვრო? ჩემი მცირე ხელფასი ხომ არაფერში არ გვყოფნის. წამოხვედი და არც მითხარი...
წინა კვირას სახლში მოხვედი და ვერც კი შენიშნე, რომ ახალი ვარცხნილობა მქონდა, რომ შენი საყვარელი კერძი დაგახვედრე, არც ჩემს ახალ მოკრივის შორტებს მიაქციე ყურადღება. სწრაფად ივახშმე, შენს საყვარელ სერიალს უყურე და დასაძინებლად წახვედი.
აღარ მეუბნები, რომ გიყვარვარ, აღარც სექსი გვაქვს. რა ხანია, ერთად არაფერი გვიკეთებია. ერთი სიტყვით, მინდა გითხრა, რომ მინდა საბოლოოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან. არ მეძებო, გთხოვ.
შენი ქმარი.
P.S. მე და შენი დაქალი დასავლეთ ვირჯინიაში გადავდივართ საცხოვრებლად და ალბათ, დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!"
იხილეთ ცოლის საპასუხო წერილი