1. დაიწყეთ უცხო ენის სწავლა. ყოველდღიურად ნახევარი საათი დაუთმეთ მას. ისწავლეთ რამდენიმე ახალი სიტყვა და გამოთქმა;
2. ყოველ მეორე დღეს ოთახი გაათავისუფლეთ უსარგებლო ნივთებისგან;
3. დაივიწყეთ კომპიუტერული თამაშები, ისინი სამყაროს აღქმას უკარგავენ ადამიანებს და დროსაც აკარგვინებენ; თამაშის ნაცვლად უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის.
4. აიკრძალეთ ფასტფუდი და სხვა მავნე საკვები. დაიწყეთ ჯანსაღი საკვების მიღება.
5. დილა ვარჯიშით დაიწყეთ.
6. მიაჩვიეთ თქვენი ორგანიზმი, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
7. აგრეთვე, მიაჩვიეთ იგი საკვების დროულ მიღებას და ეცადეთ, ყოველდღე ერთ დროს იკვებოთ.
8. გახსოვდეთ, 8 საათზე ნაკლები არ უნდა გეძინოთ.
9. დააგროვეთ ფული. თუნდაც თეთრების შეგროვებით დაიწყეთ. დაისახეთ მიზანი, რისთვისაც ფულს აგროვებთ (მაგალითად მოგზაურობისთვის, მანქანის შესაძენად და ა.შ.).
10. იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე და იგი აუცილებლად აგისრულდებათ.
11. აწარმოეთ წარმატებების დღიური. ყოველ საღამოს ჩაინიშნეთ უმნიშვნელო გამარჯვებებიც კი, რათა კვირის ბოლოს საკუთარი თავით იამაყოთ.
12. დაიწყეთ წიგნების კითხვა.
13. ინტერნეტში ძრომიალს ერთ საათზე მეტ დროს ნუ დაუთმობთ.
14. საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა (უგაზო, ოთახის ტემპერატურის) წყალი. ეცადეთ, დღეში ორი ლიტრი წყალი სვათ. შედეგად გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება, განწყობა და ტვინიც გააქტიურდება.
15. ხშირად გაიღიმეთ.
16. მოაწყვეთ სადემონსტრაციო დაფა, გამოფინეთ მასზე ყველა იმ მომენტის ამსახველი ფოტო, რისი მიღწევაც გსურთ (მაგალითად: მანქანა, სახლი, შეყვარებული წყვილი, ფული, შვილები და ა.შ.).
17. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაიწყეთ მათი განხორციელება. რაც უფრო შემცირდება სია, მით მეტად დარწმუნდებით საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.
18. მოერიდეთ მეტყველებაში უცენზურო სიტყვების გამოყენებას. აკონტროლეთ თქვენი გამონათქვამები.
19. ყოველდღიურად ერთი პატარა, კეთილი საქმე მაინც გააკეთეთ.
20. ეცადეთ, ყოველდღიურად მიირთვათ ხილი და ბოსტნეული. კარტოფილის პიურე და მაკარონი მწვანილითა და ზეთით შეზავებული ცოცხალი ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ.
21. იარეთ გამართულმა. სახლიდან 5-10 წუთით გამოდით, რათა არ მოგიწიოთ სირბილი და მოზომილი ნაბიჯებით, მხრებში გამართულმა იარეთ.
22. გათავისუფლდით მავნე თვისებებისგან. სმა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და სიგარეტის მოწევა კიბოსა და სხვა დაავადებებს იწვევს. ნუ დამართავთ საკუთარ თავს უბედურებას.
23. უთხარით გარშემო მყოფებს სასიამოვნო სიტყვები და კომპლიმენტები. უმჯობესია, ეს წესად აქციოთ და ყოველი შეხვედრისას გარშემო მყოფები სასიამოვნოდ გააოცოთ.