Youtube-ზე დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა და უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, რომელშიც, გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მძღოლის თავგადასავალს ნახავთ.
ვიდეო კანადაში, კერძოდ კი, კალგარიში, უსაფრთხოების კამერითაა გადაღებული. BMW-ს მძღოლი ზუსტად 4 წუთისა და 28 წამის განმავლობაში ცდილობს, ავტომობილი უმარტივესი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, ეს ვიდეო, უბრალოდ, უნდა ნახოთ.
გთავაზობთ ორ ვიდეოს: პირველი ვიდეო ორიგინალია, მეორე კი აჩქარებული ვერსიაა - ბენი ჰილის სტილში.