ქალი და კაცი მძღოლის შედარებისას მინიმუმ იმას მაინც არ გაუვა წყალი, რომ ავტომობილის მართვის ქალური მანერა კაცური მანერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
წარმოგიდგენთ გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს - ძირითად პუნქტებს, რაშიც ქალი მძღოლი კაცი მძღოლისგან განსხვავდება.
კაცები უფრო აგრესიული მძღოლები არიან: მამაკაცები ავტომობილს ქალებზე აგრესიულად ატარებენ. შესაბამისად, საკუთარ თავს და სხვებსაც უსარგებლო სტრესისთვის სწირავენ. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გამოკვლევით, კაცები მანქანის მართვისას უფრო თავდაჯერებულები არიან, ხშირად უაზროდ ასიგნალებენ და სხვა მძღოლებს ქალებზე გაცილებით ხშირად უშლიან ნერვებს.
ქალები უფრო უსაფრთხოდ დადიან: "ავტოკლუბ ევროპის" კვლევის შედეგად დადგინდა: ქალები ავტომობილს უფრო უსაფრთხოდ მართავენ, ვიდრე მამაკაცები - ავარიების მხოლოდ ერთი მესამედია ქალბატონების ბრალი!
კაცები უკეთ აპარკინგებენ: ამას დიდი გამოკვლევა არც სჭირდებოდა, მაგრამ ბოხუმის უნივერსიტეტმა მაინც გადაწყვიტა, ფაქტები დაედო.
იხილეთ სრულად: autobild.ge