ჩვენს დროში არ არის აუცილებელი, გქონდეს ბევრი ფული და გყავდეს წარმატებული პროდიუსერი იმისათვის, რომ საქვეყნოდ გაითქვა სახელი. საკმარისია, გქონდეს კარგი კამერა და ექაუნთი YouTube-ზე ან Facebook-ზე.
დუეტმა Us The Duo-მ სახელი სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით გაითქვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ არაჩვეულებრივ წყვილს არ ჰქონია მსოფლიო ტურნეები და პრესტიჟული ჯილდოები, მათმა შემოქმედებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანის აღფრთოვანება მოიპოვა.
ახლახან დუეტმა თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეო წარუდგინა, რომელშიც 2014 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერების ფრაგმენტებს სულ რაღაც 2 წუთში, მხოლოდ და მხოლოდ სინთეზატორის აკომპანიმენტით ასრულებენ.
ნახეთ ვიდეო და დარწმუნდებით, რომ მათი პოპური სულაც არ ჩამოუვარდება ორიგინალ ჰიტებს.