ახალი წლის არდადეგები დასასრულს უახლოვდება, ნაძვის ხემ მოიწყინა, დაჭკნა მანდარინები, შეჭმულია ყველა კანფეტი და სამსახურში წასვლის დროც დადგა.
მაგრამ ჩვენზე უკეთ ვინ იცის, რომ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა სადღესასწაულო დღეებსა (და ღამეებს) ფუჭად არ ჩაევლო.
მოდი, დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად დაგვრჩა ბევრი სასიამოვნო მოსაგონარი.
მოვრთე ნაძვის ხე – მთელი ღამე მოვუნდი, სამაგიეროდ, ლამაზია!
დღეს თოვლის პაპა სულ სხვანაირად გამოიყურება.
შუაღამე – ზუსტად ის დროა, როცა უნდა მიირთვა საახალწლო გემრიელობები!
ვცეკვავ – სადამდეც სუნთქვა მეყოფა! არა, აბსოლუტურად ფხიზელი ვარ.
რაა ახალი წელი ფეიერვერკის გარეშე?!
თოვლის კაცი გავაკეთეთ. სამი ინფარქტი, ორი ინსულტი.
მთელი ღამე ვუყურებდით "ბედის ირონიას" (ორივე ნაწილს). დილით დივანზე ყველაზე გამძლე დარჩა.
რა იყო მთავარი ამოცანა? არ მოეწყინათ მეზობლებს!
დაბოლოს, დასაძინებლად ვწვებოდი, როცა და როგორც მომიხერხდებოდა.
მართლაც, ახალი წლის დღეები იმისთვის არის შექმნილი, რომ დაარღვიო რეჟიმი: გაიღვიძო შუადღისას, დაიძინო შუაღამისას. სხვა დროს როდის მისცემ საკუთარ თავს ამის უფლებას? და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბიორითმები მთლიანად ირღვევა: პირველ სამუშაო დღეებში თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს ახლახან გადავზიდეთ ქვიშით სავსე ტომრები.
იმისათვის, რომ კარგად გამოვიძინოთ და რეჟიმი თანდათანობით და ფაქიზად აღდგეს, არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი:
- უარი ვთქვათ ძილის წინ ჩაის, ყავისა და შოკოლადის მიღებაზე.
- ძილის წინ ვისეირნოთ ჰაერზე.
- ვიძინოთ თუნდაც რამდენიმე საბნის ქვეშ, მაგრამ შეღებული სარკმლით.