მამაკაცების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ქალები თავიანთი ბუნებით დაახლოებით ერთნაირი ინდივიდები არიან - სენტიმენტალურები, კომპლიმენტებისა და სიურპრიზების მოყვარულები... ცოტა ბავშვურები. თუმცა, როცა საქმე სიყვარულს შეეხება, ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო საიმისოდ, რომ თქვენმა რჩეულმა მისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორად გაიგოს და რაც მთავარია, ჯეროვნად დააფასოს.
ვერძს სიყვარულში აჯობებს, რაიმე სახის "რომანტიკული გმირობის" თანხლებით გამოუტყდეთ. ტრადიციული "მე შენ მიყვარხარ" სანთლების შუქზე მას თქვენ მიმართ დიდ ინტერესს არ გაუღვივებს.
კუროს სტაბილური მამაკაცები ხიბლავს. ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ქალი თქვენი ზრახვების შესახებ გუმანით მაინც რამეს ეჭვობს, არ გირჩევთ ემოციების სპონტანურად გადმოფრქვევას. კუროს ასეთი საქციელი ძალიან დააფრთხობს.
ტყუპს არ სჭირდება სიტყვები თქვენი მის მიმართ გრძნობის დასადასტურებლად და მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ მას იმავეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ბუნებრივი, ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირები მოსწონთ. ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს!
კირჩხიბს სიყვარულში საქორწინო ბეჭდის თანხლებით თუ არ გამოუტყდით (შესაძლოა, მის შეძენას ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ ან თითის ზომა გაქვთ დასაზუსტებელი), მან შესაძლოა იფიქროს, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის გესაჭიროებათ. ცრემლებად დაიღვრება და ძალიან გაგიჭირდებათ მისი შემორიგება.
ლომს სიყვარული სერენადის და ძვირფასი რესტორნის და ასეთივე ძვირფასი სამკაულის გარეშე თავმოყვარე მამაკაცმა არ უნდა აუხსნას. განა იმიტომ, რომ ეს ქალი მეშჩანია - არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ, დედოფალზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავადაც ხომ უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც მეფე?
ქალწულს სიყვარულის ახსნა, უაზრო რომანტიკული სიტყვების რახარუხი და ათასგვარი სახის სენტიმენტალური სისულელეები ძალიან დააფრთხობს. აჯობებს, მომავალი სახლის დიზაინი და რემონტის საკითხები შეუთანხმოთ, ამით ნათქვამი იქნება ყველაფერი.
სრულად იხილეთ: astrologi.ge