ალბათ არაერთგზის წაგიკითხავთ ინტერნეტ-პორტალებსა თუ სოციალურ ქსელებში, რჩევები იმის შესახებ თუ როგორ უნდა "დააპროგრამოთ" თავი წარმატებაზე.
თუმცა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ რეალობაში ეს რჩევები მაინც არ "მუშაობს" და სტატიის წაკითხვის შემდეგ ძველებურად უბრუნდება ოხვრა-წუწუნს ცხოვრების უკუღმართობის, ლარის ინფლაციის, უმუშევრობისა და ათასგვარი პრობლემის გარშემო. აი, აქ უშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას! სხვა თუ არაფერი, ჩვენ იმას ვიღებთ კოსმოსიდან რასაც გავცემთ და შინაგანად გვეშინია. ამიტომაცა თუკი თქვენ ეკონომიურ სიდუხჭირეზე, მოსაწყენ სამსახურსა და უბედობაზე ხშირად იწუწუნებთ, მერწმუნეთ, ვერც ვერასოდეს დააღწევთ თავს ზემოთ ხსენებულ სიტუაციებს.
ახლა კი მოდით, ეზოთერიკოსებისა და ასტროლოგების მიერ შემუშავებულ და რეალობაში აპრობირებულ თერთმეტ მნიშვნელოვანი წესს გაგაცნობთ, რომლის წაკითხვის შემდეგაც დიდი იმედი მაქვს აღარ გაგიჩნდებათ სურვილი ჩვეულ, უფერულ რეალობას დაუბრუნდეთ და მოტივაციასაც იპოვნით საკუთარ თავში რომ რაღაც აუცილებლად შეცვალოთ უკეთესობისკენ!
1. მიზნები წერილობითი სახით ჩამოაყალიბეთ. სურვილებს, რომელიც ფურცელზე არ გადმოგვაქვს, არასოდეს უწერია ახდენა.
2. დაისახეთ რეალური და კონკრეტული მიზანი. უპასუხეთ კითხვას - როგორ, როდის, რატომ გსურთ ამ მიზნის ასრულება. როგორ წარმოგიდგენიათ გზები რომელიც მის რეალიზებაში დაგეხმარებათ.
3. აუცილებლად დაუნიშნეთ საკუთარ სურვილს "დედლაინი", მიზანი, რომელიც კონკრეტულ ვადებშია გაწერილი 99%-ით სრულდება.
4. აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, ამ კონკრეტული ოცნების ასრულების შემთხვევაში ვინ გაიხარებს თქვენ გარდა, კიდევ არის თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც ეს მიღწეული მიზანი გააბედნიერებს?
5. სურვილი აწმყო დროში დაწერეთ აუცილებლად. არ გამოიყენოთ ვარაუდის აღმნიშვნელი ტერმინები, ისეთი როგორიცაა: "მინდა", "კარგი იქნებოდა რომ", "თუ".
6. აუცილებლად დაყავით მთავარი მიზნები ე.წ. "ქვემიზნებად", რომელიც მთავარი მიზნის მიღწევა-განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოამზადეთ სურვილის ასრულები, კონკრეტული და დეტალური სცენარი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge