თანამედროვე ქალს აქვს საკუთარი წესების კრებული, რომელიც მას ეხმარება, ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეს.
რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შესწორებები შეიტანოს ამ წესებში, თუმცა მათი უმეტესობა შეუცვლელია.
1. ყველგან და ყოველთვის მოვლილად და ლამაზად გამოიყურება;
2. არ აქვს ავადმყოფობისა და დეპრესიაში ყოფნის დრო;
3. ყოველთვის მისდევს მოდას;
4. იცის საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ, მაგრამ აფიშირებას არ უკეთებს მათ;
5. იცის საკუთარი ღირსებები და ყოველთვის ხაზს უსვამს მათ;
6. საუბრობს გამართულად და ლამაზად;
7. პროფესიონალია საკუთარ საქმეში;
8. ისვენებს მხიარულად, სასიამოვნოდ და ხმაურიანად;
9. პატიობს საკუთარ თავს იშვიათ ქალურ სისუსტეებს;
10. ეჭვი არ ეპარება საკუთარ მომხიბვლელობაში;
11. ყოველთვის მოვლილი აქვს ხელები და თმა;
12. აქვს საკუთარი, ქალური საიდუმლოებები;
13. ცდილობს, ყველაფერში დამოუკიდებელი იყოს;
14. იცის, რომ ღიმილით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი;
15. ასწრებს ყოველთვის ყველაფერს;
16. არ წუწუნებს ჯანმრთელობაზე, სამუშაოზე, მეგობრებზე, საყვარელ მამაკაცზე;
17. შეუძლია მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა;
18. პოულობს შეუძლებელ გამოსავალს და აკეთებს წარმოუდგენელს;
19. სჯერა სიყვარულის;
20. იცის, როგორ გააბედნიეროს მამაკაცი;