ქალები ხშირად ჩივიან, რომ საკადრისად ვერ ცხოვრობენ. ამაში დამნაშავე არა ქალი, რამედ მისი აკვიატებული აზრებია. კარგი იქნება, თუ მათ ბრძოლას გამოუცხადებთ.
აი, ეს დამღუპველი აზრებიც:
ულამაზო ვარ
უკაცრავად, მაგრამ ულამაზო ქალები არ არსებობენ. უბრალოდ, ჯერ თავის ლამაზად წარმოჩენის ხელოვნება არ შეგისწავლიათ. აბა, ტელევარსკვლავებს შეხედეთ. ყველა სილამაზით დააჯილდოვა ბუნებამ? ამის მიუხედავად, მთელი მსოფლიო ტაშს უკრავთ.
კაცებს ჩერჩეტი ქალები მოსწონთ
ეს დაკომპლექსებულ მამაკაცებს ეხებათ, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ. ჯანმრთელი ფსიქიკის მამაკაცს კი სწორედ გონიერი ქალები მოსწონს - უფრო საინტერესოები ჰგონია.
შვილებიანი ქალი აღარავის უნდა
ძალიან ბევრი მაგალითი სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს. ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ, ნამდვილ მამაკაცს ბავშვი ვერ შეაშინებს, ლაჩარი კი თავადაც არაფერში გჭირდებათ.
პირველმა არ უნდა მოიხადო ბოდიში
რა არის თქვენთვის მთავარი: მშვიდობა ოჯახში თუ ქალური სიამაყე? თუ პირველ ვერსიას ემხრობით, იცოდეთ, რომ ბოდიშის მოხდაში შეურაცხმყოფელი არაფერია.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge