შეცდომები ყველას გვაქვს, ზოგის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია, ზოგის - დაგვიანებული. სიბერეში ინანებთ, თუ ახალგაზრდობაში რამეს არ გააკეთებთ. ამიტომ გადახედეთ სტატიას და დროულად გამოასწორეთ შეცდომები
1. ცოტას მოგზაურობთ
წლების მატებასთან ერთად, ვალდებულებები და საქმეები გემატებათ, თანაც, ისეთი ადამიანებიც ძნელი მოსაძებნია, ვისთან ერთადაც სამოგზაუროდ გაემგზავრებოდით. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს, იმოგზაურეთ.
2. არ იცით უცხო ენა
უამრავი საშუალება არსებობს უცხო ენის შესასწავლად. სიბერეში სანანებელი გაგიხდებათ მათი არცოდნა.
3. რთული დამოკიდებულება ახლობლებთან
სიკვდილის წინ ყველა ნანობს, რომ ცუდად ექცეოდა ახლობლებს. რატომ უნდა გაირთულოთ ცხოვრება, ჩაეხუტეთ ახლობლებს, უთხარით, რომ აფასებთ მათ. გაუხალისეთ მათ ცხოვრება და თავადაც გქონდეთ მათი დახმარების იმედი.
4. დიდხანს წევხართ მზეზე ნამზეურის მისაღებად
სიბერეში ნაოჭებთან ბრძოლაში დამარცხდებით, თუ ახალგაზრდობაში დიდხანს იწვებით მზეზე და მზისგან დამცავ საშუალებებსაც არ გამოიყენებთ.{{ArticleSplitCont}}
5. საყვარელი მუსიკოსების კონცერტებს არ დაესწარით
თუ მოინდომებთ, დროსაც გამონახავთ და ფულსაც. სიბერეში კი გასახსენებელი გექნებათ, თუ როგორ მოხვდით საყვარელი ჯგუფის კონცერტზე.
6. შიში, სიმორცხვე
ძალიან ბევრ ადამიანს პირველი ნაბიჯის გადადგმა შიშისა და სირცხვილის გამო უჭირს. დაფიქრდით, უამრავ შანსს უშვებთ ხელიდან. ამიტომ წინ, შიშისა და სიმორცხვის გარეშე!
7. არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას
დღეიდანვე დაიწყეთ ვარჯიში. თუ ფიტნესდარბაზში სიარულის საშუალება არ გაქვთ, მარტივი ვარჯიშები სახლში შეასრულეთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ სხეულზე ზრუნვას, მით ნაკლები პრობლემები გექნებათ სიბერეში.{{ArticleSplitCont}}
8. ვერ ეშვებით სამუშაოს, რომლითაც უკმაყოფილო ხართ
ან გეშინიათ, რომ სხვა სამსახურს ვეღარ იშოვით, ან უფულოდ დარჩენის საფრთხე გაქვთ. თუმცა, თუ სამუშაო სიამოვნებას არ განიჭებთ, მუდამ ეძიეთ ისეთი, რომელიც თქვენ შეგეფერებათ. როცა დარწმუნდებით, რომ სასურველს მიაგენით, წამოდით ძველი სამსახურიდან. ან წამოდით არსებული სამსახურიდან (სასურველია, კონფლიქტის გარეშე, შეიძლება იქ მიბრუნება მოგიწიოთ), რამდენიმე თვე დაისვენეთ და ახალი სამსახურის ძიებას შეუდექით.
9. ვერ აფასებთ სილამაზეს
იდეალური ადამიანები არ არსებობენ, სილამაზის დანახვა კი ყველაფერში შეგიძლიათ. რთულია ადამიანის შეყვარება, თუ მისი უარყოფითი თვისებები იცი, მაგრამ ნამდვილად საჭიროა. თუნდაც იმიტომ, რომ სიბერეში მარტო არ დარჩეთ.
10. არ ამბობთ: ”მე შენ მიყვარხარ”
დანაშაულია. უთხარით ყველას, ვინც გიყვართ, ოჯახის წევრებს მაინც.
11. ეგოისტი ხართ
დედამიწა არ ბრუნავს თქვენი სილამაზისა და ახალგაზრდობის გარშემო. ამას რაც უფრო ადრე მიხვდებით, მით უკეთესია თქვენთვის.
12. არ ენდობით საკუთარ თავს
უნდა გახსოვდეთ, რომ ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ეძებოთ და არა გარშემო არსებულ ნივთებსა და ადამიანებში. და კიდევ, ნუ აქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფების ნათქვამს.
13. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება
შეცდომების დაშვების გეშინიათ და უმნიშვნელო რამეზეც კი დიდხანს ფიქრობთ. ნუ დაკარგავთ დროს, იმოქმედეთ. თუ არ გაგიმართლებთ, გამოცდილებას მიიღებთ, თუ გაგიმართლებთ - წარმატებას.
14. არ შეგიძლიათ პატიება
ადამიანებს, ვისაც არ პატიობთ, მუდამ სიძულვილით იხსენებთ, ეს სიძულვილი გულში გროვდება და სიყვარულისთვის აღარ რჩება ადგილი. გათავისუფლდით ამ საშინელი სიმძიმისგან, აპატიეთ ყველას ყველაფერი და გულში სიყვარულისთვის გაათავისუფლეთ ადგილი.
15. უპრინციპო ხართ
დაიცავით საკუთარი პრინციპები, თუ დარწმუნებული ხართ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ რას იტყვის ხალხის მასა.
16. არ ეხმარებით გარშემო მყოფებს
არ არის აუცილებელი, მარტო ფულით დაეხმაროთ გაჭირვებულებს. შეგიძლიათ კეთილი საქმე გააკეთოთ ან დაპატარავებული, მობეზრებული სამოსი გაუნაწილოთ.{{ArticleSplitCont}}
17. არ იხეხავთ კბილებს
კბილები დღეში ორჯერ: საუზმის შემდეგ და ძილის წინ უნდა გაიხეხოთ.
18. სამსახურზე დაქორწინებული
”ვმუშაობ” - ამ სიტყვას ნუ მოიტანთ არგუმენტად, თუ მეგობრებთან შეხვედრა და გართობა არ გსურთ. მეგობრები შემოგეცლებიან და სიბერეში მარტო დარჩებით. სამსახურის გამო ნუ მოიკლებთ სიამოვნებას, ექსკურსიაზე გაემგზავროთ, მეგობრებთან ერთად იგიჟოთ ან უბრალოდ, ბუნებაში გაისეირნოთ. დატკბით თითოეული მომენტით.
19. გიჭირთ ლაპარაკი
გეშინიათ, სისულელე არ თქვათ და მუდამ ჩუმად ხართ. დაფიქრდით, ვინც ლაპარაკობს, მუდამ ჭკვიან აზრებს აფრქვევს? ილაპარაკეთ, ეს ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესია.{{ArticleSplitCont}}
20. სმარტფონს ვერ ელევით
თუ მუდამ სოციალურ ქსელში მომხდარი მომენტებისკენ გექნებათ მზერა მომართული, გარშემო არსებულ რეალობას ვეღარ შეამჩნევთ.
21. არ ასრულებთ დაწყებულ საქმეებს
არ დაასრულეთ სწავლა უნივერსიტეტში, შეწყვიტეთ უცხო ენის ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა, ან მიატოვეთ საქმე, რომელსაც ნაკლები შემოსავალი მოჰქონდა. მომავალში რომ არ ინანოთ, ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ.
22. მუდმივ მოლოდინში
ზოგი ადამიანი მარტო იმას აკეთებს, რასაც მისგან გარშემო მყოფები ითხოვენ და საკუთარ სურვილებს ივიწყებს. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და არა ის, რაც ”უნდა” გააკეთოთ.
23. უაზრო მეგობრები
მიჩნეულია, თითქოს, ვისთანაც ბავშვობიდან მეგობრობ, ისაა შენი ნამდვილი მეგობარი. თუმცა, ფსიქოლოგებმა სულ სხვა დასკვნები წარმოადგინეს. ზრდასრული ადამიანი უკეთეს მეგობარს შეიძენს ინტერესებისა და შეხედულებების გათვალისწინებით, ვიდრე ბავშვი, ვისაც ჯერ ჩამოუყალიბებელი მოთხოვნილებები აქვს. ასე რომ, მეგობრულად დაემშვიდობეთ იმ მეგობრებს, რომლებთან შეხვედრაც უსიამოვნებების მეტს არაფერს განიჭებთ.{{ArticleSplitCont}}
24. ნაკლებ დროს უთმობთ შვილებს
ახალგაზრდა დედებს ზოგჯერ ”ავიწყდებათ” შვილები. ისინი ბებიებთან ან ძიძებთან იზრდებიან. სიბერეში, როცა გაზრდილ შვილებს შეხედავთ, მიხვდებით, რომ ისინი სრულიად უცხო ადამიანები არიან. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს უაზრობებზე, მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ამით თავადაც ბედნიერი იქნებით და აღარც ბავშვებს ექნებათ მიტოვებულის სინდრომი.
25. ჩაკეტილი ხართ
არ გაქვთ სოციალური ქსელი, არ ხართ გაერთიანებული ინტერესის ჯგუფებში. სიბერეში ძალიან გაგიჭირდებათ, თუ დღეს ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევით.
26. გიჭირთ ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა
დაძლიეთ შიშები და გადადგით პირველი ნაბიჯი. თუ შეცდომები გექნებათ, გამოასწორებთ; თუ ერთხელაც არ გამოხვალთ საზოგადოების წინაში (სიტყვით, მოხსენებით), ვერც ვერასდროს მიხვდებით, გამოგდით თუ არა ეგ საქმე.