როგორ გგონიათ, რა არის იღბალი? თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგი თუ უბრალოდ, გამართლება?
ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს თავისი "დოზა" იღბლის ოდენობა გააჩნია. ამიტომ ზოგთან თუ მარტივად მოდის წარმატება, ვიღაცას შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს წინსვლისთვის. პრინციპში, ამაშიც არის კანონზომიერება, სირთულეების გარეშე ზოგიერთი ინდივიდი ვერ განვითარდება სულიერად, მაშინ, როცა სხვას ეს სულიერება თანდაყოლილი გააჩნია.
თუკი მმართველი პლანეტების მიხედვით ვიმსჯელებთ, არსებობს ოქროს სამეული, ანუ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ცხოვრებაში სხვებთან შედარებით უფრო უმართლებთ და მარტივად ახერხებენ პოპულარობის, სიმდიდრის ან სოციალური სტატუსის მოპოვებას. თუმცა ამაში მხოლოდ პლანეტები კი არა, მათი პიროვნული თვისებებიცაა "დამნაშავე".
ლომი - მზე, ლომის მმართველი პლანეტა უზრუნველყოფს ამ ხალხის ხასიათში დიდსულოვნებას, მეფურ ხასიათს, არისტოკრატიულ მანერებს და საზოგადოების წინაშე თავის კარგად წარმოჩენის უნარს. ლომები საჯარო ტიპაჟები არიან, უყვართ და ეხერხებათ სხვების მართვა-უფროსობა. ამ ადამიანის არშემჩნევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, მაღალი თვითშეფასების, კარგი ვიზუალური მონაცემების და მანერების გამო ლომები ხშირად ხდებიან საზოგადოების ნებიერები, იკავებენ წამყვან პოსტებს და ითვლებიან ჭკუის საკითხავ ხალხად.
მშვილდოსანი - პლანეტა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს, ასტროლოგების აზრით, ბედნიერების, წარმატების, განვითარების და გაფართოების პლანეტაა. იუპიტერის გულუხვი ნატურა მშვილდოსნებზეც აისახება. ისინი არიან უზომოდ კეთილი, დიდსულოვანი, უანგარო და უბოროტო ინდივიდები. მათთვის დამახასიათებელია მუდმივად პოზიტიური განწყობა, უშრეტი ოპტიმიზმი და რწმენა უკეთესი მომავლისა, რაც არის კიდეც იმის გარანტი, რომ მშვილდოსნებს ყველგან, ყოველთვის ყველა კარი აქვთ ღია საზოგადოების ნებისმიერ რგოლში. შესაბამისად, მათი ქუდბედიანობაც ზუსტად აქედან გამომდინარეობს.
სრულად იხილეთ: astrologi.ge