1. არ იძინო დღე-ღამე; 2. ცაში აუშვა ქაღალდის ფრანი; 3. მეგობართან ერთად მოამზადო პიცა; 4. ზღვას გადაუღო ფოტო;
5. ვიღაცის ფანჯრის მინაზე სასიამოვნო სიტყვები მიაწერო;
6. წვიმაში ფეხშიშველმა ისეირნო;
7. პიცერიაში ისაუზმო;
8. ერთი დღე სრულ მარტოობაში გაატარო;
9. სულმოუთქმელად დალიო ერთი ლიტრი წყალი;
10. მოაწყო წვეულება;
11. დაიკლო წონაში;
12. სიყვარული აუხსნა შეყვარებულს;
13. მთელი ღამით გააბა გულითადი საუბრები;
14. ერთ დღეში 1 კილო ნაყინი შეჭამო;
15. მზის ამოსვლას ზღვის სანაპიროზე შეხვდე;
16. წაიკითხო 2 ყველაზე საინტერესო წიგნი;
17. საუზმეზე დალიო შამპანური;
18. მთელი დღე-ღამით უარი თქვა მობილურზე, ინტერნეტზე;
19. გაქანებული ზღვაში შევარდე;
20. საყვარელი მუსიკის ფონზე დაიძინო;
21. მზის ჩასვლას სახურავიდან უყურო;
22. სრულიად უცხო ადამიანს ტელეფონზე გაუბა საუბარი;
23. უყურო 20 საუკეთესო ფილმს;
24. აუზში ტანსაცმლიანი ჩახტე;
25. საყვარელ ადამიანს ყავა მოუმზადო;
26. სიყვარულზე მოთხრობა დაწერო;
27. ღმერთს მისწერო წერილი;
28. საყვარელ ადამიანთან ერთად ისეირნო წვიმაში;
29. მეგობრებთან ერთად ითამაშო ”დაატრიალე ბოთლი”.
30. იძინო 12 საათზე მეტი;
31. შექმნა შენი პირადი კოქტეილი;
32. მთელი დღე ველოსიპედზე (გორგოლაჭებზე) გაატარო;
33. შეჭამო ”ტკბილი ბამბა”;
34. დაძლიო შიში და ”ეშმაკის ბორბალზე” დაჯდე;
35. საღამო მეგობრებთან ერთად კოცონის გარშემო გაატარო;
36. დაინახო ცისარტყელა;
37. ფოტო გადაუღო ველურ ცხოველს;
38. ”მატარებლობანა” ეთამაშო ბავშვებს;
39. მოინახულო 3 ქალაქი;
40. მთელი დღე იმესიჯო;
41. გაიცნო 10 ადამიანი;
42. კინოთეატრში საშინელებათა ფილმს უყურო;
43. პროფესიონალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა;
44. გაიკეთო საზაფხულო ტატუ;
45. ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილი ჩაიფიქრო;
46. მინდვრის ყვავილებისგან თაიგული შექმნა;
47. ივახშმო სანთლების შუქზე;
48. დილით ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე გაიღვიძო;
49. მთელი ღამე ტელეფონზე საუბარში გაატარო;
50. ჰელიუმის ბუშტები იყიდო და ჰაერში გაუშვა;
51. 12 საათი გადაბმულად უსმინო მუსიკას;
52. მთელი დღე ”მარშუტკით” ისეირნო;
53. მოამზადო საზაფხულო წვნიანი, მაგალითად - გასპაჩო.
54. უცხოელთან ილაპარაკო ”სკაიპით”, რათა გაიუმჯობესო აქცენტი.
55. ახალგაღვიძებულმა ფოტო გადაიღო;
56. შეხვდე თაყვანისმცემელს, რომელსაც დიდხანს აწვალებდი;
57. ძილის წინ უყურო ყველაზე საყვარელ ფილმს;
58. უმაღლესი მწვერვალიდან გადაიღო ფოტო:
59. ისწავლო აჭიმვების და აზიდვების კეთება;
60. შეურიგდე მეგობარს, რომელიც გენატრება;
61. მონაწილეობა მიიღო ფლეშმობში;
62. გაიკეთო საზაფხულო სამაჯური;
63. ზაფხულში ციგურებით ისრიალო;
64. დილით გაემგზავრო უცხო ქალაქში, დაათვალიერო და საღამოს უკან დაბრუნდე;
65. მთელი დღე ბავშვებთან ერთად ეზოში ითამაშო;
66. უცხო ადამიანს ფოსტით სასიამოვნო სიტყვები გაუგზავნო;
67. დააპურო ფრინველები;
68. მთის მწვერვალზე ახვიდე და ბოლო ხმაზე დაიყვირო;
69. მთელი დღე ქართულ ხალხურ სიმღერებს უსმინო;
70. ერთ საღამოს გასინჯო 10 კოქტეილი;
71. მეგობარს გაუკეთო მასაჟი;
72. გამოაცხო ხილის ტორტი;
73. გიტარაზე ააწყო შენი საყვარელი სიმღერა;
74. უყურო ფეიერვერკს;
75. ოფიციანტს ”ჩაი” და კომპლიმენტი დაუტოვო;
76. შეყვარებულთან ერთად მთვარის შუქზე ისაუბრო;
77. შეაგროვო ფაზლი ათასი დეტალისგან;
78. მთელი დღე არ დალიო ყავა;
79. ისწავლო ტანგოს, ვალსის ცეკვა;
80. გამოიტიკნო შოკოლადით;
81. ქუჩაში საპნის ბუშტები გაუშვა;
82. მოამზადო ხილის სალათა;
83. იწუწაო;
84. წვეულებაზე ეცეკვო უცხო ბიჭს;
85. დააპურო მათხოვარი;
86. ისწავლო რამდენიმე გამოსადეგარი ფრაზა სხვადასხვა ენაზე;
87. მთელი დღე ყველას ყველაფერში დაეთანხმო;
88. მეგობართან ერთად გაიკეთო ყველაზე უჩვეულო მაკიაჟი და ვარცხნილობა და გადაიღო ფოტოები;
89. მეგობრებთან ერთად ითამაშო კარტი, დომინო;
90. საყვარელ ადამიანს სასიყვარულო ლექსი დაუწერო და გაუგზავნო;
91. შეადგინო ზაფხულის ალბომი - ჩანაწერებითა და ფოტოებით;
92. გაიკეთო საზაფხულო მანიკიური და პედიკიური;
93. ისწავლო ზაფხულის ყველაზე პოპულარული კერძის - აჯაფსანდალის მომზადება;
94. გაუღიმო გამვლელს;
95. შოკოლადითა და ნაღებით მოთხვარო შეყვარებული;
96. უცხო ადამიანთან ერთად სადღეგრძელო დალიო ვახტანგურად;
97. მოაწყო პიკნიკი;
98. დაიწყო დილა ვარჯიშით;
99. შეიკერო საზაფხულო ჩანთა, სარაფანი;
100. ყოველ საღამოს განვლილი ერთი სიტყვით შეაფასო.