როგორ შევცვალოთ ცხოვრება? -ეს კითხვა ბევრ ქალს აწუხებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს წესები, რომლებიც სამყაროს შეცვლის თქვენ გარშემო. მისდიეთ მათ და ცოტა ხანში მიხვდებით, როგორი პოზიტიური ცვლილებები მოხდება თქვენში.
1. დილა დაიწყეთ მადლიერებით იმის გამო, რაც გაქვთ.
2. დილით ადრე ადექით.
3. დალიეთ ბევრი წყალი.
4. მიიღეთ კონტრასტული შხაპი.
5. დაგეგმეთ თქვენი დღე.
6. დაისახეთ მიზანი, მაგრამ ნუ მიეჯაჭვებით მას.
7. აპატიეთ ყველა მეგობარს და მტერს.
8. ყოველდღე 15 წუთი იყავით სუფთა ჰაერზე. უფრო უკეთესია, თუ 30-60 წუთს გაატარებთ.
9. არ დალიოთ წყალი სადილის შემდეგ.
10. მოერიდეთ ნეგატიურ გარემოცვას.
11. თუ მაინც მოხვდით ცუდ გარემოში, მათ მაგალითზე ისწავლეთ, როგორი არ უნდა იყოთ.
12. იყავით თქვენი სურვილის ერთგული.
13. გარშემო ღირსეული ადამიანები შემოიკრიბეთ.
14. ყოველდღე ივარჯიშეთ.
15. კრიზისულ დროს შეასრულეთ პროგრამა-მინიმუმი.
16. ისწავლეთ პროფესიონალებისგან, რომლებიც აამაღლებენ თქვენს პროფესიულ დონეს.
17. იმუშავეთ სიამოვნებით.
18. თუ სამუშაო არ მოგწონთ, მაგრამ მისი შესრულება აუცილებელია, კარიერული ზრდისთვის, მაინც აკეთეთ.
19. თუ სამუშაო არ მოგწონთ და ვერც მომავალში ხედავთ განვითარებას, მიატოვეთ.
20. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
21. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
22. ყოველდღე ილოცეთ ან მედიტაციას მიმართეთ.
23. რეგულარულად განაახლეთ მუსიკალური ალბომი და უსმინეთ ენერგიაზე მოსაყვან მელოდიებს.
24. ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მოძებნეთ საუკეთესო მასწავლებელი და ისწავლეთ მათგან.
25. შემოსავლის 10 პროცენტი ქველმოქმედებას მოახმარეთ.
26. ნუ დაგენანებათ გარშემო მყოფებისთვის კომპლიმენტის თქმა.
27. დელიკატური იყავით კრიტიკისას, ემოციური - შექებისას.
28. გახსოვდეთ, იდეალურ საქმიანობასაც რომ ეწეოდეთ, ვიღაც აუცილებლად იქნება უკმაყოფილო.
29. წარმატებისას მადლიერი იყავით გამარჯვებისთვის, წაგებისას მადლიერი - გამოცდილებისთვის.
30. ზოგჯერ იყავით ბავშვური და საკუთარ თავს ცელქობის უფლება მიეცით.
31. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანი საქმეები პირველ რიგში უნდა მოაგვაროთ.
32. ისწავლეთ ერთდროულად ორი საქმის კეთება: ვარჯიში და აუდიოწიგნების მოსმენა და მაკიაჟის გაკეთება და უცხო სიტყვების სწავლა.
33. სამსახურისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, მხოლოდ ფულზე ნუ იფიქრებთ, გამოცდილების მიღებაზეც იფიქრეთ.
34. ისწრაფეთ მწვერვალის დაპყრობაზე, ნუ იფიქრებთ დაბრკოლებებზე.
35. გახსოვდეთ, ნებისმიერ საქმეში რომ დაოსტატდეთ, მინიმუმ 10 ათასი საათი უნდა იშრომოთ.
36. ყოველდღიურ პატარ-პატარა წარმატებებს მასშტაბური გამარჯვებებისკენ მიჰყავხართ.
37. ახლობლების დანახვისას პირველი მიესალმეთ და გაუღიმეთ. მხოლოდ ძლიერ და წარმატებულ ადამიანს შეუძლია, პირველმა გამოხატოს კეთილგანწყობა.
38. ერთადერთი სტანდარტი უნდა გქონდეთ - საუკეთესო!
39. დელიკატური დამოკიდებულება გქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი პოტენციალის რეალიზაციას ხელს არ უწყობენ.
40. თუ ისინი თქვენი ნათესავები არიან, მიიღეთ ისეთებად, როგორებიც არიან, ნუ ელოდებით, რომ ისინი შეიცვლებიან.
41. საერთოდ არ ეცადოთ არავის შეცვლა.
42. გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე.
43. რაც უფრო მეტს ჭამთ და ნაკლებს მოძრაობთ, მით ნაკლები სურვილი გაქვთ მუშაობის, განვითარების.
44. იყავით "ლიფტი" ახლობლებისთვის, შეაგულიანეთ ისინი, რომ მწვერვალები დაიპყრონ.
45. კრიტიკას გაგებით მოეკიდეთ.
46. თუ კრიტიკოსი კვალიფიციური ადამიანია და მთელი გულით გისურვებთ გამარჯვებას, მაშინ ყური დაუგდეთ მას.
47. ის, რაც იყო წარსულში და ის, რაც იქნება მომავალში, იმის სარკისებრი ანარეკლია, რაც ახლა გაქვთ.
48. მოტივაცია შინაგანი უნდა იყოს. თუ არ გაქვთ, ამის ორი მიზეზი არსებობს: ან ენერგიის ნაკლებობას უჩივით, ან სათქვენო საქმეს არ აკეთებთ.
49. არასდროს მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაბრაზებულმა.
50. სოციალურ ქსელს დღეში ერთ საათზე მეტი არ დაუთმოთ.
51. სიტყვამ შეიძლება ან აღგაფრთოვანოთ, ან დაგანგრიოთ, სწორად შეარჩიეთ ისინი.
52. დაეხმარეთ ადამიანებს სურვილების რეალიზებაში.
53. ზოგჯერ დატკბით მარტოობით.
54. არასდროსაა გვიან, დაიწყოთ ახალი საქმე, ისწავლოთ ახალი საქმიანობა, ჰობი. მუდამ ეცადეთ, გაიფართოოთ თვალსაწიერი.
55. დაეხმარეთ ადამიანებს საქმეების მოგვარებაში, სიძნელეების დაძლევაში.
56. აწარმოეთ წარმატების დღიური.
57. გაეცით დანაპირები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მის შესრულებას შეძლებთ.
58. მოერიდეთ ჭორებს.
59. ყურადღება მიაქციეთ ახალ ამბებს, იყავით სიახლეების საქმის კურსში.
60. იყავით გულისხმიერი სხვისი გასაჭირის, ტკივილის მიმართ.
61. ჭკვიანებსა და აქტიურებს შორს იმარჯვებს აქტიური, ხოლო აქტიურებს შორის - ჭკვიანი. შეუთავსეთ ერთმანეთს ჭკუა და აქტიურობა.
62. გააანალიზეთ ნებისმიერი ცხოვრებისეული მომენტი, რა გაკვეთილი გასწავლათ მან.
63. მოერიდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც თქვენთვის გამარჯვება არ მოაქვს.
64. ხშირად მიირთვით ბოსტნეული და სასარგებლო ცხიმები (ავოკადო, თხილი, მცენარეული ცხიმი).
65. რაც უფრო ენერგიული და ფიზიკურად აქტიური იქნებით, მით მეტ სიკეთეს მოუტანთ სამყაროს.
66. თქვენი სახლი არის იქ, სადაც თავს ბედნიერად გრძნობთ.
67. ნურავის მიეჯაჭვებით, ყველაზე მეტი თავისუფლება მიანიჭეთ მათ, ვინც გიყვართ.
68. კვირაში ერთი დღე თავს უფლება მიეცით, არაფერი აკეთოთ.
69. გამოჰყავით დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
70. თუ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, წვრილმანებზე ნუ მოცდებით.
71. გახსოვდეთ, არსებობს ბალანსი სულიერებასა და მატერიალურს შორის, არ დაარღვიოთ იგი.
72. შეისწავლეთ დიდი ადამიანების ცხოვრება.
73. დაუმეგობრდით ნიჭიერ და ბედნიერ ადამიანებს.
74. არასდროს არაფერი მიიღოთ ადამიანისგან, რომელსაც ვერ მისცემთ იმას, რაც თქვენგან სურს რომ მიიღოს.
75. თუ ვიღაცამ მიგატოვათ, გიღალატათ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ.
76. გახსოვდეთ, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა წინააღმდეგობებით იქნება აღსავსე. ნუ შეუშინდებით მათ, ეს გამოცდილების მიღების საშუალებაა.
77. დამარცხება გარდაუვალია. ყოველი დამარცხება რაღაც ახალს გასწავლით.
78. რაც უფრო მწარედ დაეცემით, მით მეტად უნდა იყოთ მოტივირებული, რომ ადგეთ, თავი მაღლა ასწიოთ და გააგრძელოთ ბრძოლა.
79. იყავით "ღია" თქვენთვის სულით ახლო ადამიანებთან და დახურული, ვინც თქვენს ღირებულებებს არ აფასებს.
80. თუ ისეთ რამეს დაგპირდნენ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეცადეთ, არ "დაივიწყონ" დანაპირების ასრულება.
81. ხელგაშლილთან ხელგაშლილი იყავით, მომჭირნესთან -მომჭირნე; ამგვარად ურთიერთობის კანონს არ დააღვევთ.
82. გარშემო მყოფებს ბევრი რომ მისცეთ, ბევრი უნდა მიიღოთ ცხოვრებისგან. ეს უნდა იყოს: ჯანსაღი საკვები, დასვენება, სპორტი, აბანო, მზე, ურთიერთობა.
83. გახსოვდეთ, ცხოვრების შავი პერიოდი შეიძლება ასაფრენ ბილიკად იქცეს.
84. იყავით მადლიერი ყველას მიმართ.
85. იყავით გრაციოზული, ბრძენი, კეთილი, ღირსეული.
86. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ადამიანებს წარსულიდან. მუდამ არსებობს საბაბი, რა მიზეზითაც ისინი არ მოხვდნენ თქვენს ახლანდელ ცხოვრებაში.
87. საუკეთესო ინვესტიცია სწავლასა და ურთიერთობებში უნდა დააბანდოთ.
88. კედელი - ზღვარი არა არის, მიზანია, რომ ამაღლდეთ და მას ზემოდან მოექცეთ.
89. ცხოვრების ბოლოს რომ არ ინანოთ იმაზე, რაც არ გააკეთეთ, აკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ.
90. დააკვირდით და ისწავლეთ იმ ადამიანებისგან, ვინც წარმატებას მიაღწია თქვენთვის საინტერესო სფეროში.
91. რაც უფრო მეტია პასუხისმგებლობა, მით მეტია ძალაუფლება; რაც მეტია ძალაუფლება, მით მეტია სხვების დახმარების საშუალება. რაც უფრო მეტ ადამიანს ეხმარებით, მით ბედნიერი ხდებით.
92. რეგულარულად მოაწესრიგეთ ნივთები და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
93. დაინტერესდით, რა მიზნები აქვთ ადამიანებს თქვენთან მიმართებაში. თუ თქვენი მიზნები მათსას არ ემთხვევა, შეეშვით მათთან ურთიერთობას. კამათისა და წყენის მიზეზი განსხვავებული მიზნები და სურვილებია.
94. ცხოვრება ველოსიპედით გადაადგილებას ჰგავს, თუ გზა რთულია, ე.ი. სიმაღლეზე ადიხართ.
95. რეგულარულად და გააზრებულად გარისკეთ. ინტუიცია და ხასიათი გაგიძლიერდებათ.
96. თვეში ერთხელ აუცილებლად შეიძინეთ ახალი კაბა, ფეხსაცმელი ან ელექტრონივთი.
97. თქვენთვის მაგალითად უნდა იქცეს მადონა, რომელიც განსაკუთრებული ნიჭის გარეშე გახდა სუპერვარსკვლავი; დედა ტერეზა -ადამიანებზე ზრუნვით მან მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
98. ქალის მთავარი ამოცანაა ისწავლოს სიყვარულის გამოხატვა, შეეძლოს სიმყუდროვის შექმნა, იყოს თბილი და მოსიყვარულე ყველას მიმართ და ყველგან, სადაც არ უნდა იყოს.
99. გიყვარდეთ ყველა, იმეგობრეთ რამდენიმესთან, მაგრამ იყავით ერთთან.
100. ბედნიერება - სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის საშუალებაა.
დაბოლოს, რაც შეიძლება ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი. გახსოვდეთ, თუ საკუთარი თავი არ გეყვარებათ და პატივს არ სცემთ, ამას სხვა არ გააკეთებს. ჰარმონიას გისურვებთ ცხოვრებაში.