ის, რაც შეიმეცნეს 30 წელს გადაცილებულმა ქალებმა, ვერ შეედრება უდარდელი ახალგაზრდობის ფასეულობებს. დაფიქრდით, ხომ არ ფლანგავთ საუკეთესო წლებს ამაოდ?
ცხოვრებაგამოვლილი ქალის რჩევები:
1. ისწავლე მიიღო ცვლილებები.
2. საჭმელი და მაგიდის სერვირება – მთავარი არ არის. მთავარია, ვისთან ერთად სადილობ.
3. ყოველ წუთს რაღაც ფასეული მოაქვს. იცხოვრე ახლა და აქ!
4. წარმატება ზარმაცებთან არ მოდის.
5. სხვის პრობლემებს მოეშვი, საკუთარიც საკმარისი გაქვს!
6. ინტუიცია – სასარგებლო რამ არის!
7. ჯანმრთელი ძილი – კარგი დღის გარანტია.
8. მთავარია – არა მეგობრების რაოდენობა, არამედ მათი ხარისხი!
9. მნიშვნელოვანია არა ის, რასაც ხედავ, არამედ ის, როგორ ხედავ.
10. არ შეგშურდეს! შენ სხვაზე ნაკლებად არ ცხოვრობ...
11. დაივიწყე წარსული, ნუ იფიქრებ მომავალზე. დაიჭირე ახლა წამი!
12. დაიწყე სიბერისთვის დანაზოგის კეთება აქედანვე!
13. ყურადღება არ მიაქციო არაადეკვატურ ადამიანებს. მათი პრობლემა, რომელიც თავში აქვთ – შენი პრობლემა არ არის.
14. იმაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, ვიდრე სამუშაოა.
15. ნუ შეგეშინდება გარისკვის.
16. გამუდმებით ისწავლე და განვითარდი.
17. დილა საღამოზე ბრძენია...
18. მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულით შეძლებ გაიგო ორმხრივი სიყვარულის ფასი.
19. განმარტოების რამდენიმე დღე უკეთ მუშაობს, ვიდრე სპა-სალონები.
20. მეგობრობაც კი წარმავალია...
21. ნუ დახარჯავ ცხოვრებას ლოდინზე, ოცნებებსა და იმედზე. უბრალოდ, იმოქმედე!
22. ისწავლე პატიება და გაშვება!
23. გამახსოვრდება გამოცდილება და არა საგნები.
24. "მადლობა" და "თუ შეიძლება" – ყოველთვის საჭირო სიტყვებია.
25. არასოდეს გაბედო საკუთარი თავის შეცოდება!
26. მოეშვი ემოციების დამალვას. ეს შენს ჯანმრთელობას ვნებს!
27. იმოგზაურე. რაც შეიძლება ხშირად!
28. და ნუ აჩქარებ ცხოვრებას!
29. ისწავლე მიუდგე ყველაფერს მარტივად.
30. ბედნიერება – მხოლოდ შენს ხელშია!