ეს იუმორით გაჯერებული რჩევები იმიტომაა გასათვალისწინებელი, რომ გამოცდილმა ქალებმა გაგვიზიარეს.
ძნელია, არ დაეთანხმო. გადახედეთ, იქნებ თქვენც სასიკეთოდ გიბიძგოთ.
1. თუ არჩევანი გაქვთ ტორტსა და ვაშლს შორის, უპირატესობა ჭიქა წყალს მიანიჭეთ.
2. თუ ღამის 12 საათზე გაგახსენდათ, რომ თავი გაქვთ დასაბანი, მანიკიური და ეპილაცია გასაკეთებელი, დაწექით და დაიძინეთ, შეგიძლიათ თმიანი ფეხები შარვალში დამალოთ, თმა შეიკრათ, ხოლო მანიკიური ავტობუსის ლოდინში გაჩერებაზე წაისვათ, მაგრამ უძილობასა და გადაღლილ გამომეტყველებას ვერაფრით დამალავთ.
3. იმოგზაურეთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალი შთაბეჭდილებები გამოცდილებასაც შეგძენთ და არც
დაბერების საშუალებას მოგცემთ.
4. სანამ ვინმეს გაკიცხავდეთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რა ჩემი საქმეა?" ამის შემდეგ შეგიძლიათ მოკუმოთ პირი და გააგრძელოთ მუშაობა.
5. ცეცხლოვან რომანსა და ფულის გამომუშავებას შორის არჩევანი თუ მოგეცათ, მეორე ვარიანტი აირჩიეთ. განაგრძეთ კითხვა