ასტროლოგების აზრით, ზოგიერთი ნიშნის მამაკაცი უფრო მეტადაა ღალატისკენ მიდრეკილი, ვიდრე დანარჩენები. გაიგეთ, როგორი ღალატი შეუძლია თქვენს საყვარელ მამაკაცს.
ვერძი
`არასაკმარისად კარგი ხარ ჩემთვის". ვერ აიტანს ურთიერთობაში მოწყენილობას. თუ თავგადასავალს არ ეძებთ მასთან ერთად, თუ თქვენს წყვილს ცეცხლი, ენერგიია აკლია, ნუ გაგკვირდებათ, როცა მის ღალატს გაიგებთ. ვერძი დაგარწმუნებთ, რომ მის ღალატში დამნაშავე თქვენ ხართ და არც მოერიდება, შეულამაზებლად, პირში მოგახლით ღალატის შესახებ.
კურო
`სხვა ვიპოვე". როგორც წესი, კუროები ერთგულები არიან. თუ ქალი ცოლად შეარჩია, მას მთელი ცხოვრება უერთგულებს. თუმცა... ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კურო ღალატს გადაწყვეტს, ეს სიყვარულია. მას არ შეუძლა ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება. ამიტომ, თქვენ მიგატოვებთ, რათა ახალ სიყვარულზე გააგრძელოს ცხოვრება.
ტყუპი
`ხელი არ ახლო ჩემს ლეპტოპს". ტყუპი მუდამ საჭიროებს ინტელექტუალურ სიახლეებს. მისი ღალატი ფიზიკურს კი არა ემოციურ ხასიათს ატარებს. თუმცა, პლატონურ კავშირსაც კი საგულდაგულოდ მალავს. ღმერთმა დაგიფაროთ და უპასუხოთ მის ტელეფონზე შემოსულ ზარს, წაიკითხოთ შეტყობინება, ითხოვოთ მისი ლეპტოპს - ელოდეთ სკანდალს. ამ საქციელით კი საკუთარ თავს გასცემს.
კირჩხიბი
`ჩემი მეგობარია". კირჩხიბი მუდამ ეძებს სიყვარულს, მზრუნველობას, სითბოს საკუთარ სახლში და თუ ვერ პოულობს, სხვაგან მიდის, სადაც იპოვის. კირჩხიბს დონჟუანს ვერ ვუწოდებთ, თუმცა... თუ სხვა გოგოსთან მიმოწერას აღმოუჩენთ, დაგამშვიდებთ, რომ მეგობარია, მაგრამ ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით რომ არ შემოიფარგლება თქვენც კარგად იცით.
ლომი
`მიშველეთ, საკუთარ თავზე ჭაღარა თმა აღმოვაჩინე". ლომს არ უყვარს დრამატული სცენები და ურთიერთობის გარკვევა. კიდევ უფრო აშინებს მოახლოებული სიბერე და ახალგაზრდა საყვარელს გაიჩენს, ჰგონია, რომ თვითონაც ახალგაზრდა დარჩება. მაგრამ შეიძლება თქვენი მიტოვება არც ჰქონდეს განზრახული, უბრალოდ, ტონუსში ყოფნა მოსწონს.
ქალწული
`პირველად ვხდავ ამ ქალს". ყველაზე მზაკვარი მოღალატეა. მუდამ იდუმალს ვერასდროს გამოტეხავთ, ვერაფერს შეამჩნევთ. ალბათ, ისე დაშორდებით, რომ სიმართლეს ვერც გაიგებთ.
სასწორი
`სამუდამოდ ჩემი ხარ". შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეს რომანი, მაგრამ თქვენ ვერც კი მიხვდეთ. სასწორის ცოლმა შეიძლება რაღაც იეჭვოს, მაგრამ ვერასდროს მიხვდება, ერთდროულად რამდენ ქალთან ღალატობს ქმარი.
მორიელი
`აღარ მიყვარხარ". ვნებიანი ნატურაა და თუ სხვა შეუყვარდა, თქვენ ზურგს უკან არ გააბამს რომანს. სიმართლეს გეტყვით, სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებს. თუ მიხვდა, რომ ახლანდელ ურთიერთობაში ძველებური ცეცხლი აღარ გიზგიზებს, დაასრულებს მას.
მშვილდოსანი
ცეცხლის წარმომადგენელს ტემპერამენტიც შესაბამისი აქვს. მისთვის ცოლის ღალატი არაფერს ნიშნავს. მას, როგორც უვნებელ თამაშს ისე აღიქვამს. ფაქტზე რომც გამოიჭიროთ, შემოგაგებებთ ფრაზას: `ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს", რაც მის ღალატს არ ამართლებს.
თხის რქა
`რატომ გიკვირთ, ეს უნდა გევარაუდათ". თხის რქა იშვიათად ღალატობს ცოლს. თუმცა, თუ გამოიჭირეთ, რაც არც ისე ადვილია, გეტყვით, რომ თქვენ უყვარხართ, სხვა ქალს კი მხოლოდ სექსის გამო ხვდება, რომელსაც თქვენთან აკლია. თხის რქა ფიზიკურად ღალატობს პარტნიორს, იშვიათად ემოციურად.
მერწყული
`თავადაც ვერ ვხვდები ასე როგორ გამოვიდა". თხის რქისგან სრულიად განსხვავდება, ცოლის ზურგს უკან ემოციურ კავშირს აბამს და საკუთარ საქციელს ირაციონალურად ამართლებს. ქალი, რომელიც სულიერ-ინტელექტუალურ ინტერესს იწვევს მერწყულში, ადვილად მოხიბლავს მას. ასე, რომ მის ცოლმა ქმრის გარემოცვა უნდა აკონტროლოს.
თევზები'
მდიდარი ფანტაზიითა და ანალიტიკური გონებით გამოირჩევა. არაფერი შეუშლის ხელს ვირტუოზული ტყუილი მოიგონოს. ფაქტზეც რომ წაასწროთ, თქვენი ფრთიანი ანგელოზი თევზები ისეთ ისტორიას შეთხზავს, საკუთარი ეჭვების თავად შეგრცხვებათ.