1. შემომხედე!
მოუვლელი ტანსაცმელი, ხმამაღალი სკანდალები და უამრავი სელფი სოცქსელებში... თუ ის ჯერ კიდევ გოგონაა, ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებს.
ქალს არ ადარდებს პოპულარობა და ლაიქების რაოდენობა, მას უბრალოდ სურს, რომ პატივს სცემდნენ.
გოგონები ყურადღებას ითხოვენ, ქალები - პატივისცემას.
2. დამოუკიდებლობა
ქალს ყოველთვის შეუძლია თავის თავს თვითონ მიხედოს, არ ეძებს დახმარებას. დაინახავთ, თუ როგორი უსუსურია გოგონა, როდესაც წვრილმანებზეც თქვენ მოგმართავთ დასახმარებლად.
3. ალკოჰოლი და წვეულებები
ქალმა იცის ზომიერება და ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯოს. არასოდეს ნახავთ მას კლუბიდან ბარბაცით გამოსულს. ის ყველაფერს აკონტროლებს.
4. სოცქსელებით შეპყრობილი
ალბათ შეგიმჩნევიათ, ახალგაზრდა გოგონები თავის დამკვიდრებას სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობენ და ტელეფონს ხელიდან არ აგდებენ.
5. სასარგებლოდ გატარებული დრო
გოგონები სერიალების ყურებას და ჭორაობას უთმობენ დიდ დროს. ქალი კი კულტურულად განვითარებულია, იგი მუდამ ცდილობს, რაიმე ახალი ისწავლოს.
6. კვება
გოგონა მუდამ ცდილობს, გამხდარი იყოს და ჭამს ძალიან ცოტას. ქალს კი საკუთარი სხეული უყვარს და უფლებას აძლევს თავს, მიირთვას რაც სურს. წარმატებულ ქალს არ აქვს მკაცრი დიეტების დასაცავი დრო.