ნიუკასლის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გადაწყვიტეს, შეეხსენებინათ ქალებისთვის, რომ ბავშვის გაჩენა არ გადადონ.
კარიერის გამო ბავშვის გაჩენის გადადება არასწორია, - ამტკიცებენ ამერიკელი რეპროდუქტოლოგები. ასაკთან ერთად, ბავშვის ჩასახვის შანსი მცირდება. ამიტომაც ქალმა აუცილებლად უნდა მოასწროს ბავშვის გაჩენა 35 წლამდე.
რა იქნება, თუ მაინც ვერ მოხერხდა ამ ასაკამდე მშობიარობა? მედიკოსების მონაცემებით, გარდა იმისა, რომ 35 წლის ზემოთ ბავშვის ჩასახვის შანსები საგრძნობლად მცირდება, ამ ასაკში ორსულობაც უფრო რთულად მიმდინარეობს – იმატებს მოშლის საშიშროება, ნაადრევი მშობიარობის რისკი, ბავშვის არასაკმარისი წონით დაბადების შანსი.
მეტიც, 35 წელს ზემოთ დედების ჯგუფში 2-ჯერ მეტია მუცლადყოფნის დროს ნაყოფის სიკვდილიანობის შემთხვევა. კვერცხუჯრედის დეგრადაციის გამო კი დაუნის სინდრომისა და სხვა გენეტიკური პათოლოგიების რისკიც დიდია.
"ართრიტი, დეპრესია, კიბო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა – ეს ის დაავადებებია, რომლებითაც რისკავს ქალი, რომელიც გვიან აჩენს შვილს" – ამტკიცებენ ამერიკელი რეპროდუქტოლოგები.